21 დეკემბერი, 2018
"ქრისტინეს დეიდაშვილმა მოკლა ჩემი სისხლი და ხორცი - ზუკა" - ნანუკა ჟორჟოლიანი
„ნანუკას შოუს“ სტუმარი არაერთი ცნობილი ადამიანი ყოფილა, თუმცა, მომღერალი ქრისტინე იმედაძე ჟორჟოლიანს გადაცემაში სტუმრად არასდროს ჰყოლია.

ამის მიზეზად თბილისში სხვადასხვა ვერსიას განიხილავდნენ, თუმცა, ნანუკა ჟორჟოლიანმა „პროფილში“ ჭორებს ნათელი მოფინა.


Rating

წლების წინ, თბილისში ქრისტინე იმედაძისა და ტელეწამყვანის ყოფილი ქმრის, ირაკლი კოდუას რომანზე ჭორაობდნენ, ამბობდნენ, რომ ნანუკა საკუთარ გადაცემაში ქრისტინეს სწორედ ამიტომ ბლოკავდა, მაგრამ როგორც გუშინდელ გადაცემაში ჟორჟოლიანმა განაცხადა, ეს მხოლოდ ჭორი იყო.

„ირაკლიზე და ქრისტინეზე მართლა იყო ჭორები, ირაკლიზე და ნუკიზეც
იყო. მაგრამ, ეს მხოლოდ ჭორები იყო. ქრისტინე მართლა დაბლოკილია ჩემს გადაცემაში. ქრისტინეს დეიდაშვილმა მოკლა ჩემი სისხლი და ხორცი ზუკა (საუბარია წყალბურთელ ზუკა სახელაშვილზე). ის ახლა გაქცეულია, მოსკოვში ცხოვრობს. ზუკას და - თათა სახელაშვილი, არის ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი პროდუსერი. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ზუკა ჩემს ხელში გაიზარდა. მე და თათა 25 წელია ვმეგობრობთ“, - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

Rating

ტელეწამყვანმა გადაცემაში ერთი ინციდენტიც გაიხსენა, სადაც ის და ქრისტინე იმედაძე მონაწილეობდნენ.
„ერთი ინციდენტი ნამდვილად მოხდა, ფილარმონიაში ჩვენს წინ იჯდა ქრისტინე. მას და თათას შორის მოხდა შელაპარაკება. მე უბრალოდ გამშველებელი ვიყავი. იქ მე და ქრისტინე გვიცნეს. ქრისტინეს არაფერი დაუშავებია, მაგრამ ზუკა რომ საფლავში წევს, მაგასაც არაფერი დაუშავებია. თათამაც არაფერი დააშავა. ჩემს მეგობარს ვუფრთხილდები და ვარიდებ ამ ყველაფერს. თათამ შექმნა“ ნანუკას შოუ“ და იმსახურებს ჩემგან ნერვები არ მოვუშალო“.

ზუკა სახელაშვილი 24 წლის ასაკში მოკლეს. ის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე და დსთ-ის თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშე იყო.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
vvv
გავიგეთთთთთთთთ, ნანულიიიიიიიიიი...ახლა მგონი უარესი გაქვს სადარდებელი. აღარც გადაცემა გექნება და აღარც სტუმარი მოსაძებნი, დაპატიჟე დაქალები სახლში საჭორაოდ
08:24 / 26-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ჯ ი ჯ ი
რას გავს.მგონი მართლა ქალია.
02:17 / 24-12-2018
გამოხმაურება / 0 /
კახა
ამ კასტას , მატო მაშინ ტკივა , თუ თვითონ პირადად ეეხნენ ! , მაგის ჯალათი *ქმარი* და სათაყვანო *პარტია* , რომ ხოცავდა ხალხს , ის არაფერი ! სადისტთა მოდგმა ხართ ! გთხოვთ არ დაბლოკოთ კომენტარი
22:07 / 21-12-2018
გამოხმაურება / 0 /
მაკო
თქვენი და თქვენისთანების მაღალ კულტურაზე მეტყველებს ფილარმონიაში საქმეების გარჩევა. დამსწრე საზოგადოება კი დარჩებოდა კმაყოფილი სეირის ყურებით.
22:00 / 21-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ბაბი
საინტერესოა, თუ ქრისტინეს სთხოვთ პასუხს დეიდაშვილის ჩადენილზე, მაშინ მისი დეიდა, თუ მამიდა-ია ფარულავა რას გიზით თქვენს განუმეორებელ არხზე?
21:55 / 21-12-2018
გამოხმაურება / 0 /
saso
რა მდაბიოა ეს ნანუკა.
20:07 / 21-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ედიკა
საერთოდ მკვლელობები უმიზეზოთ არ ხდება, შეიძლება დაპირისპირებისას, ვის მხარესაც სიმართლეა, ის დაიღუპოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დაპირისპირება სრულიათ უსაფუძვლოთ დაიწყო..ზოგჯერ როცა ამა თუ იმ დარგში ,ახალგაზრდები წარმატებას აღწევენ, თავს უფლებას აძლევენ პარარელურათ, ძველბიჭური ჩვევებიც შეითვისონ. ხან კი ზოგი ისე იქცევა რომ ადამიანს შანსს არ უტოვებენ, გარდა იმისა რომ ხელი დანას წამოავლოს და მკვლელად იქცეს.
18:35 / 21-12-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS