05 დეკემბერი, 2018
"მეკოს მდგომარეობა მძიმეა... ან რანაირად შეიძლება კარგად იყოს, როცა ამხელა ტრაგედია მოხდა" - მხარეები სასამართლო განაჩენის მოლოდინში

 

3 დე­კემ­ბერს, ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მო­რაგ­ბე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც პრო­კუ­რორ­მა და­ა­ყე­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რის ექ­სპერ­ტე­ბი დის­ტან­ცი­უ­რი წე­სით და­ი­კი­თხონ. მო­სა­მარ­თლემ პრო­ცე­სი 18 დე­კემ­ბერს ჩა­ნიშ­ნა, ამის შემ­დეგ კი მხა­რე­ე­ბი დას­კვნით სი­ტყვა­ზე გა­დავ­ლენ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2016 წლის 21 ივ­ლისს, სამ­ტრე­დია-ქუ­თა­ი­სის გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რა დრო­საც ერ­თმა­ნეთს დიდი სის­წრა­ფით მოძ­რა­ვი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ "ნი­სან"-ში მსხდო­მი გი­ორ­გი პა­პას­კი­რი, მისი მე­უღ­ლე ნუცა კა­ლან­და­რია და ანი ჩხა­ი­ძე. BMW X5-ში მო­რაგ­ბე­ე­ბი - მე­რაბ (მეკო) კვი­რი­კაშ­ვი­ლი და
გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძე მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად ის­ხდნენ. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ანა­ნო ბუ­ა­ძე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მო­რაგ­ბე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვილს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს და საქ­მეს ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო იხი­ლავს. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს, მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი ("მეკო") ნას­ვა­მი რომ არ იყო, უდა­ოდ სცნო, რო­გორც ბრალ­დე­ბის მხა­რემ, ასე­ვე დაც­ვის მხა­რემ. ეს და­ა­ა­დას­ტუ­რა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნამ.

ნუკ­რი კვი­ნი­კა­ძე, მეკო კვი­რი­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი:

- ბრალ­დე­ბის მხა­რემ პრო­ცეს­ზე და­ა­ყე­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ ხუ­თი­დან ერთ ექ­სპერტს დის­ტან­ცი­უ­რად, ანუ სკა­ი­პის სა­შუ­ა­ლე­ბით 18 დე­კემ­ბერს და­კი­თხავს. მათ მიერ ორი დას­კვნაა გა­ცე­მუ­ლი, რომ­ლი­და­ნაც პირ­ვე­ლი დას­კვნით, მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი გამ­ტყუ­ნე­ბუ­ლია, მე­ო­რე­თი - გა­მარ­თლე­ბუ­ლი, რაც ჩვე­ნი ექ­სპერ­ტის დას­კვნას ემ­თხვე­ვა. ექ­სპერ­ტი­ზით დად­გე­ნი­ლია, რომ კვი­რი­კაშ­ვილს არ შე­ეძ­ლო ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. საქ­მე­ში არ­სე­ბობს მე­სა­მე - თეთ­რი მან­ქა­ნა, ურომ­ლი­სო­დაც ეს ავა­რია არ მოხ­დე­ბო­და.

ბრალ­დე­ბა ხუ­თი­დან ერთ ექ­სპერტს სკა­ი­პით და­კი­თხავს, და­ნარ­ჩენ ოთხ ექ­სპერტს ბრალ­დე­ბის მხა­რე თუ არა, შემ­დგომ პრო­ცეს­ზე მე დავ­კი­თხავ, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი მეც მყავს და­სა­კი­თხთა სი­ა­ში.

ვე­ლით მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს, სხვა­ნა­ი­რად და­ვას არც და­ვი­წყებ­დით, ვა­ღი­ა­რებ­დით და ვი­ტყო­დით, რომ დამ­ნა­შა­ვეა. მე­კოს მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, თუმ­ცა, ცდი­ლობს, არ შე­იმ­ჩნი­ოს. ან რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა კარ­გად იყოს, როცა ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია მოხ­და, ოთხი შვი­ლი უდე­დოდ დარ­ჩა და პა­პას­კი­რის პა­ტა­რა ბავ­შვიც მშობ­ლე­ბის გა­რე­შეა. ხარ თუ არა დამ­ნა­შა­ვე, მა­ინც ტრა­გე­დი­ის მო­ნა­წი­ლე ხარ. მეკო სამ­ტრე­დი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობ­და, როცა შემ­ხვედ­რად მო­მა­ვა­ლი ტრა­ი­ლე­რის უკ­ნი­დან გა­მო­ვარ­და მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც გას­წრე­ბას ცდი­ლობ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს მე­კოს ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ იკ­ვე­თე­ბა. საქ­მე­ზე არა­ერ­თი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ მას არ აქვს დარ­ღვე­უ­ლი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი და არ შე­ეძ­ლო ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. მეკო მას რომ არ შე­ჯა­ხე­ბო­და, მარ­ჯვნივ მკვეთ­რად აიღო საჭე, იმ მან­ქა­ნას აა­ცი­ლა, მო­ცურ­და და შე­ე­ჯა­ხა შემ­ხვედ­რად მო­მა­ვალ პა­პას­კი­რის მან­ქა­ნას.

მალ­ხაზ პა­პას­კი­რი, გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი პა­პას­კი­რის მამა:

- ყვე­ლა სა­სა­მარ­თლოს ვეს­წრე­ბი და იქ ისე­თე­ბი ხდე­ბა, გა­გე­ცი­ნე­ბათ. სხვა შე­იძ­ლე­ბა და­ა­ჯე­რონ, მაგ­რამ მე ცხა­დად ვხე­დავ, რა უბე­დუ­რე­ბებს აკე­თე­ბენ ამ ადა­მი­ა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად. ნეტა არ რცხვე­ნი­ათ? ყვე­ლა ჩვე­ნე­ბა და დო­კუ­მენ­ტი შეც­ვლი­ლია და გა­და­კე­თე­ბუ­ლი. მოწ­მე­ებ­მა პირ­და­პირ მი­თხრეს კვი­რი­კაშ­ვილ­ზე, ეს კაცი მიფ­რი­ნავ­დაო (ისი­ნი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მოწ­მე­ე­ბი არი­ან). ესე­ნი გვარ­წმუ­ნე­ბენ, თით­ქოს მეკო 90კმ/სთ. სიჩ­ქა­რით მი­დი­ო­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა BMW-ს მარ­კის მან­ქა­ნა ამ სიჩ­ქა­რით მი­დი­ო­დეს, ძრა­ვი მოს­ძვრეს და რამ­დე­ნი­მე მეტრში გა­და­ვარ­დეს? ამ სიჩ­ქა­რით რომ ევლო, არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და, კვი­რი­კაშ­ვი­ლი 200-ით მი­დი­ო­და. მაქვს ჩემი ბი­ჭის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი გი­ორ­გის მან­ქა­ნის სპი­დო­მეტ­რი, რო­მელ­ზეც ისა­რი 10კმ-ზეა გა­ჩე­რე­ბუ­ლი (ავა­რი­ის დროს ვნა­ხეთ), კვი­რი­კაშ­ვი­ლის სი­დო­მეტრზე კი 183 იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

სა­ერ­თოდ გამ­ქრა­ლია ეს მო­ნა­ცე­მე­ბი საქ­მი­დან. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი "გა­აპ­რა­ვო"? არ რცხვე­ნი­ათ ამ და­ლოც­ვი­ლებს?! ამო­წყდა და გა­ნად­გურ­და ოჯა­ხე­ბი. ლა­პა­რა­კი არაა იმა­ზე, ვინ და­ის­ჯე­ბა და ვინ - არა. სა­კუ­თარ თავ­თან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც ხომ არ­სე­ბობს? მეკო პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე და მი­თხრა, არ ვარ დამ­ნა­შა­ვეო, მა­შინ ჩავ­თვა­ლე, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მის ქვეშ იყო და ამი­ტომ მი­თხრა. თურ­მე ამათ ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ და­ლა­გე­ბუ­ლი ჰქო­ნი­ათ.

- დაც­ვის მხა­რის რწმუ­ნე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზით დად­გე­ნი­ლია, რომ მეკო ნას­ვა­მი არ ყო­ფი­ლა და არც საგ­ზაო წე­სე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი და­ურ­ღვე­ვია... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS