3 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა, რომ ბრალდების მხარის ექსპერტები დისტანციური წესით დაიკითხონ. მოსამართლემ პროცესი 18 დეკემბერს ჩანიშნა, ამის შემდეგ კი მხარეები დასკვნით სიტყვაზე გადავლენ. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე დაიღუპნენ "ნისან"-ში მსხდომი გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და ანი ჩხაიძე. BMW X5-ში მორაგბეები - მერაბ (მეკო) კვირიკაშვილი და
ნუკრი კვინიკაძე, მეკო კვირიკაშვილის ადვოკატი:
- ბრალდების მხარემ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომ ხუთიდან ერთ ექსპერტს დისტანციურად, ანუ სკაიპის საშუალებით 18 დეკემბერს დაკითხავს. მათ მიერ ორი დასკვნაა გაცემული, რომლიდანაც პირველი დასკვნით, მერაბ კვირიკაშვილი გამტყუნებულია, მეორეთი - გამართლებული, რაც ჩვენი ექსპერტის დასკვნას ემთხვევა. ექსპერტიზით დადგენილია, რომ კვირიკაშვილს არ შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება. საქმეში არსებობს მესამე - თეთრი მანქანა, ურომლისოდაც ეს ავარია არ მოხდებოდა.
ბრალდება ხუთიდან ერთ ექსპერტს სკაიპით დაკითხავს, დანარჩენ ოთხ ექსპერტს ბრალდების მხარე თუ არა, შემდგომ პროცესზე მე დავკითხავ, ვინაიდან ისინი მეც მყავს დასაკითხთა სიაში.
ველით მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს, სხვანაირად დავას არც დავიწყებდით, ვაღიარებდით და ვიტყოდით, რომ დამნაშავეა. მეკოს მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, ცდილობს, არ შეიმჩნიოს. ან რანაირად შეიძლება კარგად იყოს, როცა ამხელა ტრაგედია მოხდა, ოთხი შვილი უდედოდ დარჩა და პაპასკირის პატარა ბავშვიც მშობლების გარეშეა. ხარ თუ არა დამნაშავე, მაინც ტრაგედიის მონაწილე ხარ. მეკო სამტრედიის მიმართულებით მოძრაობდა, როცა შემხვედრად მომავალი ტრაილერის უკნიდან გამოვარდა მანქანა, რომელიც გასწრებას ცდილობდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მეკოს ბრალეულობა არ იკვეთება. საქმეზე არაერთი ექსპერტიზა ჩატარდა და დადასტურებულია, რომ მას არ აქვს დარღვეული საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი და არ შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება. მეკო მას რომ არ შეჯახებოდა, მარჯვნივ მკვეთრად აიღო საჭე, იმ მანქანას ააცილა, მოცურდა და შეეჯახა შემხვედრად მომავალ პაპასკირის მანქანას.
მალხაზ პაპასკირი, გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის მამა:
- ყველა სასამართლოს ვესწრები და იქ ისეთები ხდება, გაგეცინებათ. სხვა შეიძლება დააჯერონ, მაგრამ მე ცხადად ვხედავ, რა უბედურებებს აკეთებენ ამ ადამიანის გადასარჩენად. ნეტა არ რცხვენიათ? ყველა ჩვენება და დოკუმენტი შეცვლილია და გადაკეთებული. მოწმეებმა პირდაპირ მითხრეს კვირიკაშვილზე, ეს კაცი მიფრინავდაო (ისინი არაოფიციალური მოწმეები არიან). ესენი გვარწმუნებენ, თითქოს მეკო 90კმ/სთ. სიჩქარით მიდიოდა, როგორ შეიძლება BMW-ს მარკის მანქანა ამ სიჩქარით მიდიოდეს, ძრავი მოსძვრეს და რამდენიმე მეტრში გადავარდეს? ამ სიჩქარით რომ ევლო, არაფერი მოხდებოდა, კვირიკაშვილი 200-ით მიდიოდა. მაქვს ჩემი ბიჭის მიერ გადაღებული გიორგის მანქანის სპიდომეტრი, რომელზეც ისარი 10კმ-ზეა გაჩერებული (ავარიის დროს ვნახეთ), კვირიკაშვილის სიდომეტრზე კი 183 იყო დაფიქსირებული.
საერთოდ გამქრალია ეს მონაცემები საქმიდან. შეიძლება ყველაფერი "გააპრავო"? არ რცხვენიათ ამ დალოცვილებს?! ამოწყდა და განადგურდა ოჯახები. ლაპარაკი არაა იმაზე, ვინ დაისჯება და ვინ - არა. საკუთარ თავთან პასუხისმგებლობაც ხომ არსებობს? მეკო პირველად რომ ვნახე და მითხრა, არ ვარ დამნაშავეო, მაშინ ჩავთვალე, ფსიქოლოგიური ტრავმის ქვეშ იყო და ამიტომ მითხრა. თურმე ამათ ყველაფერი წინასწარ დალაგებული ჰქონიათ.
- დაცვის მხარის რწმუნებით, ექსპერტიზით დადგენილია, რომ მეკო ნასვამი არ ყოფილა და არც საგზაო წესების შესახებ კანონი დაურღვევია... წაიკითხეთ სრულად