26 ნოემბერი, 2018
"თვალი არ ჰქონდა გასწორებული მამისთვის..." - რას წერს მარიამ კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის 20 წლის იუბილეზე
მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ აქვეყნებს ემო­ცი­ურ პოსტს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ზუს­ტად ერთი წლის წინ, ამ დროს და ამ წამს, მხი­ა­რუ­ლი გან­წყო­ბით თა­ვის მე-19 და­ბა­დე­ბის დღეს შეხ­ვდა. უამ­რა­ვი ოც­ნე­ბა ჰქონ­და, მთა­ვა­რი გა­ნათ­ლე­ბა და თბი­ლის­ში სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა იყო. იმ­სა­ხუ­რებ­და გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტი­ვის­ცე­მას და სიყ­ვა­რულს მთელს ხე­ო­ბა­ში, უბან­ში თუ გა­რე­მოც­ვა­ში. მისი ხა­სი­ა­თის მოკ­რძა­ლე­ბულ და უაღ­რე­სად და­დე­ბით თვი­სე­ბებ­ზე ერ­თხმად სა­უბ­რო­ბენ. არ და­ი­ა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ზე ერთი ინ­დი­ვი­დი, ვი­საც თე­მირ­ლა­ნის უკ­მე­ხი სი­ტყვა, თავ­ხე­დო­ბა ან აგ­რე­სია ახ­სოვ­დეს.
სა­ოც­რად ზრდი­ლი ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი მა­მის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვა ვერ გა­ე­ბე­და (არ გე­გო­ნოთ სი­ტყვას ვა­მე­ტებ­დე), თვა­ლი არ ჰქონ­და გას­წო­რე­ბუ­ლი მის­თვის, დე­დას­თან ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მჭირ­დო კავ­ში­რი იყო დედა-შვილს შო­რის. თე­მირ­ლა­ნი, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გვა­რის ერ­თა­დერ­თი გამ­გრძე­ლე­ბე­ლი, ერ­თა­დერ­თი ძე, ღვთის მო­ში­ში და უწე­სი­ე­რე­სი ახალ­გაზ­რდა, დღეს, 25 ნო­ემ­ბერს, 20 წლის გახ­დე­ბო­და... ზუს­ტად ერთი წლის წინ, ის ცო­ცხა­ლი იყო, ცო­ცხა­ლი და ბედ­ნი­ე­რი...

ძა­ლი­ან მიმ­ძიმს დღე­ვან­დე­ლი დღის გა­თე­ნე­ბა. ვე­რა­ფერს ვე­ტყვი მშობ­ლებს, მის დებს. გულ­წრფე­ლად ვი­ტყვი და მცხვე­ნია მათ წი­ნა­შე, რომ ვერ მო­ვა­ხერ­ხე სი­მარ­თლის დად­გე­ნა, თით­ქოს არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია და ფუ­ჭად გა­ი­ა­რა ყვე­ლა­ნა­ირ­მა ძა­ლის­ხმე­ვამ, ფაქ­ტია, რომ არაა დას­ჯი­ლი თე­მირ­ლა­ნის მკვლე­ლი. განა ეს უნდა ჰქონ­დეს სა­ნატ­რე­ლი მის მშობ­ლებს? რა ვთქვა, რო­დე­საც ნაც­ვლად ნუ­გე­ში­სა, ნაც­ვლად მათი და­ი­მე­დე­ბი­სა, ჯერ კი­დევ ორი დღის წი­ნაც, პა­ტი­ვი და ღირ­სე­ბა აჰ­ყა­რეს ოჯახს ახა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით. უთა­ნას­წო­რო და უღირ­სია ეს ორ­თაბ­რძო­ლა, მე აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას ცალ­კე ათას­გვარ ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით გავ­რცელ­და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მიერ. ერთს ვი­ტყვი, ღმერ­თი დი­დია და სა­მარ­თლი­ა­ნი! ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბა დრო­ე­ბი­თი, ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ვა­ლი... მე მხო­ლოდ შე­გახ­სე­ნებთ, თე­მირ­ლა­ნი დღეს 20 წლის გახ­დე­ბო­და და ეს ფრა­ზა, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე გა­გახ­სე­ნებთ თავს".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS