26 ნოემბერი, 2018
"რ2 უკვე სერიალებს იღებს ქუჩური გარჩევების მსხვერპლზე რომ თავიანთი მთავრობის დახოცილი ბიჭები დაგვავიწყოს" - ხატია სიჭინავა ამჯერად ხელისუფლებას მიმართავს
ყოფილი ტელეწამყვანი და ახლა უკვე ბიზნესლედი, ხატია სიჭინავა, ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი.

მას ძირითადად მისი პირდაპირობისა და პოლიტიკური ორიენტაციის გამო აკრიტიკებენ. როგორც ჩანს, "ტვ პირველში" სტუმრობის შემდეგ, სადაც ის თეონა ჭალიძეს დაუპირისპირდა, ხატიამ გადაწყვიტა პოლიტიკური განცხადებები აღარ გააკეთოს, მაგრამ ინსტაგრამზე მორიგი პოლიტიკური პოსტი მაინც დაწერა და ამჯერად ის მმართველ გუნდს აკრიტიკებს.

"მაქსიმალურად თავს ვიკავებ, რომ ამ პოლიტიკურ ისტერიაში არ ჩავერთო. გავიგეთ რომ ძირითადად ერთმანეთის ლანძღვით ხართ დაკავებული, გავიგეთ რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ნაციონალებს ნორმალური ადამიანები
არ მივცემთ ქვეყნის სადავეებს ხელში კიდევ ერთხელ, გავიგეთ რომ რ2 უკვე სერიალებს იღებს ქუჩური გარჩევების მსხვერპლზე რომ თავიანთი მთავრობის დახოცილი ბიჭები დაგვავიწყოს, მაგრამ მართლა მაინტერებს, მთავრობავ, ფარული ჩანაწერები დანაშაული არ არის???

Rating

მთავრობის წევრებს რომ ოპოზიცია ლამის საძინებელში გივარდებათ , როგორ გგონიათ ხალხი არ ფიქრობს როგორი სუსტები ხართ???

თავიანთი ადგილი თავის დროზე ვერ მიუჩინეთ ამ ჭორიკანა შანტაჟისტებს კარგი, მაგრამ ესე აპირებთ გააგრძელოთ??? ესენი რასაც მიჩვეული არიან იმას აგრძელებენ და თუ თქვენ გივარდებიან ოჯახებში, ჩვენ რა უნდა ვქნათ ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, ისევ პარანოია ავიკიდოთ???

ისევ პლასტირები გადავაკრათ კომპის კამერებს და ფანრიანი ნოკიებით ვიაროთ??? ამას უკვე საზოგადოებრივი ტერორი ქვია !!! და კიდევ ერთხელ უნიათოდ გამოიყურებით !!!!" - წერს სიჭინავა. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS