მას ძირითადად მისი პირდაპირობისა და პოლიტიკური ორიენტაციის გამო აკრიტიკებენ. როგორც ჩანს, "ტვ პირველში" სტუმრობის შემდეგ, სადაც ის თეონა ჭალიძეს დაუპირისპირდა, ხატიამ გადაწყვიტა პოლიტიკური განცხადებები აღარ გააკეთოს, მაგრამ ინსტაგრამზე მორიგი პოლიტიკური პოსტი მაინც დაწერა და ამჯერად ის მმართველ გუნდს აკრიტიკებს.
"მაქსიმალურად თავს ვიკავებ, რომ ამ პოლიტიკურ ისტერიაში არ ჩავერთო. გავიგეთ რომ ძირითადად ერთმანეთის ლანძღვით ხართ დაკავებული, გავიგეთ რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ნაციონალებს ნორმალური ადამიანები
მთავრობის წევრებს რომ ოპოზიცია ლამის საძინებელში გივარდებათ , როგორ გგონიათ ხალხი არ ფიქრობს როგორი სუსტები ხართ???
თავიანთი ადგილი თავის დროზე ვერ მიუჩინეთ ამ ჭორიკანა შანტაჟისტებს კარგი, მაგრამ ესე აპირებთ გააგრძელოთ??? ესენი რასაც მიჩვეული არიან იმას აგრძელებენ და თუ თქვენ გივარდებიან ოჯახებში, ჩვენ რა უნდა ვქნათ ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, ისევ პარანოია ავიკიდოთ???
ისევ პლასტირები გადავაკრათ კომპის კამერებს და ფანრიანი ნოკიებით ვიაროთ??? ამას უკვე საზოგადოებრივი ტერორი ქვია !!! და კიდევ ერთხელ უნიათოდ გამოიყურებით !!!!" - წერს სიჭინავა.