19 ნოემბერი, 2018
"ჩემს გულში სამუდამოდ შევინახავ" - ქეთა თოფურია გუფის დაშორდა და ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმა
რუსული პრესა ქეთა თოფურიას და გუფის დაშორების შესახებ ისევ ალაპარაკდა. ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, როცა ქეთამ სოც. ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "ეს დღე არასდროს დამავიწყდება".

ერთ-ერთმა ფანმა ჰკითხა, თუ რატომ დაშორდა გუფის, ქეთამ კი ხუმრობით უპასუხა, რომ უკვე "მიკი მაუსი" ჰყავს და დაშორების მიზეზიც ეს არის.

ჭორებს ის ფაქტიც ამყარებს, რომ სკანდალურმა წყვილმა ერთმანეთს ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმა.

RatingRating

ინსტაგრამზე ქეთას მისი გულშემატკივრები ამხნევებენ და კომენტარებში წერენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ქეთას და გუფის რომანი ორ წელს
ითვლის. ისინი საიდუმლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ყველაფერი მაშინ გავრცელდა, როცა ტაილანდში ერთად წავიდნენ დასასვენებლად. 

ქეთა ერთხელ იყო დაქორწინებული, მისი ქმარი მილიონერი ბიზნესმენი ლევ გეიხმანი გახლდათ. 
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS