ამჯერად სოციალურ ქსელში თიკა ჯამბურია და დავით იმედაშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
თიკამ სოციალურ ქსელში დავით იმედაშვილის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "ასეთი კაცუნიების ნიადაგზე, ხანდახან მართლა მინდება რომ კაცი ვიყო და მაგრად ვჩხუბობდე".
რამ გამოიწვია ჯამბურიას კონკრეტულად იმედაშვილზე გაღიზიანება, ამის გარკვევა თავად მომღერალთან ვცადეთ, თუმცა, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
ჯამბურიას პოსტი საკუთარ გვერდზე დადო დათო იმედაშვილმა, სადაც წერს, რომ თიკას გაღიზიანების მიზეზი მისთვის უცნობია.
მართალია, რეჟისორმა საზოგადოებას მოუწოდა, ჯამბურიას პიროვნული შეურაცხყოფები არ მიაყენონ, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები თიკას წონის გამოც კი დასცინიან და იმედაშვილი კომენტარებს არ შლის.