24 ოქტომბერი, 2018
რატომ ჩაუგდო სალომე ზურაბიშვილმა თათია შარანგიას გადაცემის ჩაწერა - პიანისტის სკანდალური მიმართვა და განრისხებული მაყურებელი
პიანისტი თათია შარანგია რამდენიმე თვეა ტელეწამყვანი გახდა, მან საკუთარი გადაცემა "სთორი" გააკეთა, სადაც ცდილობს, ცნობილი ადამიანები ახლებური კუთხით დაანახოს მაყურებელს.

წინასაარჩევნოდ თათიას გადაცემები პრეზიდენტობის კანდიდატებს მიეძღვნა, მის ეთერში სტუმრად არა ერთი კანდიდატი იყო. რამდენიმე დღის წინ, პიანისტმა და ტელეწამყვანმა ეთერში სალომე ზურაბიშვილის სტუმრობა დააანონსა, მაგრამ, როგორც ჩანს, დაგეგმილი გადაცემის ჩაწერა ჩაიშალა.

ამის შესახებ თათიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

"მოგესალმებით ყველას, ჩვენ დავაანონსეთ, რომ “სთორი” წარადგენდა პრეზიდენტობის ყველა ძირითად კანდიდატს და მათი ცხოვრების ისტორიის გარდა, დასვამდა კითხვებს
ყველა იმ თემაზე, რაც საზოგადოებას აინტერესებს... ასეც იყო.. “სთორი”მ უმასპინძლა: ზურაბ ჯაფარიძეს, დავით უსუფაშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს. დავსვი კითხვები და მივიღე პასუხები. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ნამდვილად იყო სურვილი და თანხმობა “სთორი”-ში სტუმრობის, მაგრამ ვთვლი, რომ რიგ პრინციპულ შეკითხვებზე , რომელიც გვაწუხებს ქართულ საზოგადოებას, პასუხი ამომწურავად უნდა მიგვეღო - ვერ შევთანხმდით.

Rating

ჩემთვის კი, როგორც რიგითი ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავსვა შეკითხვები, რომელიც ეხება ჩემს ქვეყანას და მის მომავალს, რომელზე პასუხის გარეშეც მე არ ვთვლი, რომ გადაცემა შედგებოდა...

გპირდებით, რომ მომავალშიც ერთგულად და მიუკერძოებლად გავაგრძელებთ ამ გადაცემის ფორმატის დაცვას.

დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის! "- ამ შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა გადაცემის ოფიციალურ გვერდზე, რასაც დიდი გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

Rating

"რუსეთუმე გრიგოლეთოს რატომ არ გაუსვი ამომწურავი კითხვები? ძალიან მიკერძოებული ხარ, გამოდის რომ გრიგოლეთოსთან შეთანხმდი კითხვებზე რომელიც არაფრის მომცემო იყო, ამ გადაცემამაც სამწუხაროდ აჩვენა თავისი პოლიტიკური ხაზი და არა ნეიტრალურობა", "ანუ სალომე ზურაბიშვილის სთორი აღარ გავა?", "ავარაუდოდ არა იმიტომ რომ შტაბკვარწირად კითხვები უნდოდა სალომესთვის დაესვა. სალომემ კი უარი მიართვა", "ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ", "ყოჩაღ თათია", - წერენ კომენტარებში.

დამატებითი დეტალების გასარკვევად "რეიტინგი" თათია შარანგიასთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ ის ჩვენს სატელეფონო ზარებს ამ ეტაპზე არ პასუხობს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS