კვირას „რუსთვი 2“-ის გადაცემას „დილა უქმეებზე“ ახალი მუსიკალური რუბრიკა დაემატა. მას მუსიკოსი თამარ ჭოხონელიძე უძღვება. მომღერალი ერთი სიმღერის ისტორიას უამბობს მაყურებელს სტუმართან ერთად. შემდეგ აღნიშნული სიმღერა ამავე დაგაცემაში ცოცხლად შესრულდება.
სწორედ ეს რუბრიკა დააანონსა გადაცემის პროდიუსერმა, ოთარ ქირიამ თავის ფეისბუქგვერდზე, რასაც მალევე სოფო ნიჟარაძის კომენტარი მოჰყვა - „ნუ, ცოტა ძაან სასაცილოა ეს ყველაფერი“, - წერს სოფო პოსტის ქვეშ.