23 ოქტომბერი, 2018
"ზის ციხეში და იქიდან გვივლის... ამიტომ სანამ გამოვა..."
ნინო დარასელი დედაზე, "ცენრტ პოინტის" ერთ-ერთ დამაარსებელ რუსუდან კერვალიშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:


"დედიკო, ლადოს მიულოცე? ლანას დაბადების დღეა, მიუტანე ყვავილები? ირინას ჯანმრთელობა მოიკითხე? მანანას შეეხმიანე? წამალი დალიე?

ცუდ ხასიათზე ხომ არ ხარ? რამე ხომ არ გტკივა? ფული გყოფნის? გაერთე? კარგად უმასპინძლე? ხომ არ დაიღალე? რატომ გაქვს ნაღვლიანი ხმა? გამოგიგზავნე. გაგიკეთე. გაგიგე...

ზის ციხეში და იქიდან გვივლის, ზრუნავს, დარდობს, მეხმარება, გვეხმარება, გვირჩევს. არც კი მაძლევს დარდის შანსს, არც თავზე წერის უფლებას.

ამ ერთხელ უბრალოდ მინდოდა მეთქვა,
რომ მსგავსი სიძლიერის და სიკეთის ადამიანი ძალიან ცოტა შემხვედრია. რომ გაიგოს ახლაც, რამე დავწერე და ზედმეტად შევახსენე ვინმეს მისი თავი, ძალიან ეწყინება. ამიტომ სანამ გამოვა იყოს და მერე წავშლი. იმედია მალე მომიწევს."
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
თამო
არც კი გაიფიქროთ რო გამოვა, სანამ ყველა დაზარალებულს არ დააკმაყოფილებს...ახ ზრუნავს თქვენზე? მეც მყავს დედა და განიცდის ჩემს მდგომარეობას, წლებია უბინაოდ დარჩენილები ვიტანჯებით...ბედავ და ხალხს თავს აცოდებ...ნამუსი არ გაგაჩნიათ
22:57 / 23-10-2018
გამოხმაურება / 0 /
მანანა ჯალიაშვილი
ჩემო კარგო ნინო, ყველა დედა ესეთი ა ვისაც დედა ჰქვია, შენ გაქვს უფლება ე ფერი როგორც გინდა, მაგრამ როდესაც ამბობ რომ მსგავსი სიკეთის და სიძლიერის ქალი არ გინახავს, ამით მეც და სხვა დაზარალებულებსაც სულში აფურთხებ. კეთილი მე ვარ 40 000 მივეცი და ჰაერი მაქვს, ძლიერი მე ვარ 18 წელი, პროფესიით მსახიობმა, ასკილოიანი მოხუცების აწევ დაწევა და მათი ფეკალიების წმინდას გავუძელი , ის ნაწამები ფული მივეცი და ეხლა ხან რომელ ქვეყანას ვაფარებ თავს და ხან რომელს, ჩემს ქვეყანაში ჭერი არა მაქვს და ხან რომელ ქვეყანას შევეკედლები ეს ათი წელი და ხან რომელს, გამომადგება 57 წლის ქალს ერთი ქვეყანა, ეხლა მეორეს ვეხვეწები, ვიხვეწები აქოთებულ სომალელებთან, ავღანელებთან და აფრიკელებთან ყოფნას, ოღონდ ჭერი მქონდეს. დღეს კონვერტი მიჭირავს ხელში, სადაც გერმანია ბოლო დღეებს მითვლის. მე ის ძალა მელევა უკვე, რა ვქნა? თავი მოვიკლა? იქნებ მეც მირჩიოს შენმა დედიკომ რა ვქნა, რადგან მე, ოცი წლისას უკვე აღარ მყავდა და ეს 37 წელი უპატრონოდ მოვდივარ. ვიცი წაიკითხავ ამ წერილს.მართლა მირჩიეთ, იქნებ გაქვთ რაიმე გასამართლებელი და მე ასეთი გონორით გწერ.. P.Ś.მეშინია ჩამოსვლისას რაიმე სისულელე არ ჩავიდინო და არ მოვხვდე იქ, სადაც დედაშენია, რამეთუ ჭერი მაინც მექნება თავზე
22:26 / 23-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ანი
სირცხვილია ,ცენტრპოინტის დაზარალებულები ქუჩაში ათენებენ ან წვალობენ როგორმე ნაქირავების ფული გადაიხადონ და ამათ ის აინტერესენთ როგორ გაერთო და ფული ყოფნის თუ არა გასართობად მის შვილს.
21:22 / 23-10-2018
გამოხმაურება / 0 /
status quo
სჯობია,არ გამოხვიდეთ ციხიდან,თორემ...
20:43 / 23-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ხაჭო
როგორ არის ქალბატონი რუსუდანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მართლა არ იყო საჭირო ამ პოსტკლიმაქსურ პერიოდში ციხის კედლები. ქალი მთელი ცხოვრება ხაჭოს და რძის ნაწარმის ნაკლებობას განიდიდა და ახლა ვინ მიუტანს იქ. არადა ძვლების სიმაგრე ხომ საჭიროა, არ გამოიფიტოს....
20:31 / 23-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS