22 ოქტომბერი, 2018
"შეურაცხყოფას რომ გაყენებენ, უნდა წახვიდე, აბა, რა?" - „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ნოე სულაბერიძემაც დატოვა
ლალი მოროშკინას ინფორმაციით, "ცეკვავენ ვარსკვლავები" პროდუსერმა ნოე სულაბერიძემაც დატოვა. ამის შესახებ მოროშკინამ ჟურნალ "თბილისელებს" განუცხადა.

„ზოგადად, შეურაცხყოფა დასჯდადია და მე რატომ უნდა გადავიხადო ფული? იმედია, არხს ამ მხრივ პრეტენზია არ ექნება. ნოემ დამირეკა და შემომთავაზა პროექტში მონაწილეობა, მოლაპარაკებებიც მასთან მქონდა. ის ჩემი მეგობარია და მჯეროდა, თუ ის იქნებოდა პროდიუსერი, შოუ მაღალ დონეზე ჩაივლიდა, თუმცა, მან ჩემამდე დატოვა პროექტი და მოხდა კიდევაც ის, რაც მოხდა.

ჩემთვის მისი წასვლის მიზეზი უცნობია. არც ჩამითვლია საჭიროდ, ჩავრღმავებოდი, უბრალოდ, მე
ჩემი ძალებისა და მონაცემების მჯეროდა, არ მითქვამს უარი იმიტომ, რომ ცხოვრება გაძლევს შანსს, ისევ ახალგაზრდა იყო, ექსპერიმენტები აკეთო და ბოლო-ბოლო იცეკვო.

ჩერტკოევმა პროექტს ბევრი რამ წაართვა და „იმედის“ გადასაწყვეტია, შოუს დატოვებენ არხზე თუ ჩერტკოევს. ეს არჩევანი აუცილებლად ექნება არხს. უბრალოდ, მე უფრო ადრე დავინახე ის ავადმყოფობა, რაც ამ შოუში უკურნებელი სენია. შეურაცხყოფას რომ გაყენებენ, უნდა წახვიდე, აბა, რა? მეც ჩემი წამოსვლით უხამსობას გავეცი პასუხი“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლიზი
რა დაჭამეთ ერთმანეთი საერთოდ არ ფიქრობთ მაყურებელზე შოუ ნიშნავას სანახაობას და არა გარჩევებს ჯერ სწორედ შეგერჩიათ მონაწილეები და მერე დაგეწყოთ პროექტი ადრე უფრო დიდი რეიტინგი გქონდათ როცა ჯანსაღი ურთიერთობები იყო და კონფლიქტები არ ხდებოდა ასე იცის რაღაცეების თავში ავარდნამ
17:23 / 23-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS