„ზოგადად, შეურაცხყოფა დასჯდადია და მე რატომ უნდა გადავიხადო ფული? იმედია, არხს ამ მხრივ პრეტენზია არ ექნება. ნოემ დამირეკა და შემომთავაზა პროექტში მონაწილეობა, მოლაპარაკებებიც მასთან მქონდა. ის ჩემი მეგობარია და მჯეროდა, თუ ის იქნებოდა პროდიუსერი, შოუ მაღალ დონეზე ჩაივლიდა, თუმცა, მან ჩემამდე დატოვა პროექტი და მოხდა კიდევაც ის, რაც მოხდა.
ჩემთვის მისი წასვლის მიზეზი უცნობია. არც ჩამითვლია საჭიროდ, ჩავრღმავებოდი, უბრალოდ, მე
ჩერტკოევმა პროექტს ბევრი რამ წაართვა და „იმედის“ გადასაწყვეტია, შოუს დატოვებენ არხზე თუ ჩერტკოევს. ეს არჩევანი აუცილებლად ექნება არხს. უბრალოდ, მე უფრო ადრე დავინახე ის ავადმყოფობა, რაც ამ შოუში უკურნებელი სენია. შეურაცხყოფას რომ გაყენებენ, უნდა წახვიდე, აბა, რა? მეც ჩემი წამოსვლით უხამსობას გავეცი პასუხი“.