18 ოქტომბერი, 2018
"მეორადებში ჩაცმა რა პრობლემაა?“- ანუკი არეშიძეს აკრიტიკებენ
ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს სწორედ ის თემაა, რაზეც ყველაზე დიდხანს შეიძლება მსჯელობა. ფაქტია, რომ დიზაინერ ანუკი არეშიძის „ინსტაგრამზე“ ბოლო დროს კრიტიკოსები აქტიურობენ.

“დავიჯერო მართლა მოგწონთ ის რაც გაცვიათ?”, “რა მეტიჩრული სტილია” - სწორედ ასე შეაფასა ზოგიერთმა ადამიანმა ეს საშემოდგომო ლუქი.


ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ანუკის პატარასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე ასეთი კომენტარი დაუტოვა: „ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ეს გოგო მეორადებში იცვამს“.



ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, ხალხისგან გამოხმაურება მოჰყვა და საპასუხო კომენტ
არებმაც არ დააყოვნა: “კარგი გოგო ხარ ანუკი. მოკლედ, ქართველის სენია კრიტიკა და თავის გამოდება.

უკუდო ამპარტავნებს ნუ მიაქცევ ყურადღებას.”, „ნეტა მთელი თბილისი ასეთი მეორადებით დადიოდეს“. ყველაზე მთავარი კი მაინც დიზაინერის პასუხი იყო: „მეორადებში ჩაცმა რა პრობლემაა?“... განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS