17 ოქტომბერი, 2018
ვინ არის ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი და რას წერს ის სოციალურ ქსელში პროკურატურის მიერ, სამი მაღალჩინოსანის დაკავების შემდეგ
ჟურნალისტი და მომღერალი, ლიზა მაღრაძე, დღეს შეიძლება ბევრ თქვენგანს არც კი ახსოვს, თუმცა, ბევრი წლის წინ, პატარა გოგონა ძალიან პოპულარული იყო და განსაკუთრებით ბავშვებს უყვარდათ.

ლიზა მაყურებელმა მომღერლის ამპლუაში გაიცნო, მისი დუეტი თათია გიორგობიანთან მაშინდელი რეიტინგების ლიდერი იყო.
შემდეგ ლიზა აქტიურ სასიმღერო კარიერას ჩამოშორდა. მის მიმართ ჩვენი ინტერესი ამჯერად იმიტომ გაჩნდა, რომ ლიზა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილია.



ის ცნობილი ბიზნესმენის დის შვილია. ლიზა ათი წლის იყო, როცა ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა.

როგორც ის ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს,
ბაბუის გარდაცვალება მძიმედ გადაიტანა. ბადრი პატარკაციშვილი მუდმივად ცდილობდა, თავისუფალი დრო ლიზასთან გაეტარებინა და მას ყველა ოცნებას უსრულებდა.

"იმდენად პატარაც არ ვყოფილვარ, რომ ვერ გამეცნობიერებინა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. რთულია ამ თემაზე ლაპარაკი. ამ ასაკში უკეთ ვაცნობიერებ, რამხელა და რა მაგარი ადამიანი დავკარგეთ. მაშინ აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი. ვიცოდი, რომ ცუდი რაღაც მოხდა. ვიცოდი, რომ მიყვარდა და ძალიან მტკიოდა. ვიცოდი, რომ იმ დროს ჩემთვის არ ეცალათ და მარტო მიწევდა საკუთარ თავთან ყოფნა. მახსოვს, ძალიან ცუდად ვხდებოდი ხოლმე ამაზე ფიქრით.

მაშინ ასეთ ტკივილს პირველად შევეჯახე. ათი წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. პირველად რომ გავიგე, აღარ იყო, იმ მომენტიდან ერთი კვირის განმავლობაში, ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. თითქოს თავდაცვის მექანიზმი ჩამერთო და ეს პერიოდი ჩემი ცხოვრებიდან ამოვშალე. რაღაც დრო რომ გავიდა, ხშირად ვათვალიერებდი მის ფოტოებს და იმდენად აღარ ვნერვიულობდი, იმდენს აღარ ვტიროდი.

მისგან ძალიან ბევრი ლამაზი მოგონება დამრჩა. მახსოვს კადრი, ბადრი სახლში შემოდის და მოაქვს ორი დიდი ჩემოდანი. ხსნის და ორივე ჩემი საჩუქრებითაა სავსე. სულ ასე იქცეოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის დრო ყოველთვის ჰქონდა. მეგონა, ამ ადამიანს ყველაფერი შეეძლო. ჩემი თოვლის ბაბუა იყო. თუმცა, მარტო ჩემი არა, ძალიან ბევრ ბავშვს ეხმარებოდა", - იხსენებს ლიზა ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში.

ლიზა ახლა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტია, ის თემურ ჩხეიძის ჯგუფში სწავლობს და მომავალი მსახიობია. რაც შეეხება სიმღერას, ბოლოს "რეზო და ბავშვებთან" ერთად ჩაწერა დუეტი. 


გუშინ ლიზამ ინსტაგრამზე ბაბუასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "მოგონებები რჩება, ადამიანები კი არა", - დაწერა მან. 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
არჩილი
კარგი გოგო ჩანხარ და არ უნდა გჭირდებოდეს სხეულის ასეთი რეკლამირება.
03:39 / 18-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS