ამიკო ჩოხარაძისა და ჯულიანა ბარგნარის წყვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუშინდელ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“. წყვილმა კარგი ქულები დაიმსახურა, თუმცა, იყო ერთი კომენტარი ჟიურის მხრიდან. მათი აზრით, წყვილს ხელს უშლიდა ვარდის ფურცლები, რადგან ფეხი უსრიალებდათ. ამიკოს მეუღლე, ანი ონიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მეუღლის გულშემატკივარს მიმართავს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ზარებისთვის დიდი მადლობა ყველას. საუკეთესოები ხართ. მათი ბრალი არ იყო, რომ პლასტმასის ვარდის ფურცლებზე მოუწიათ ცეკვა (წესით უკან უნდა ჩამოყრილიყო და არა ფეხებში). და მიუხედავად ამისა თავი მაინც
ძალიან კარგად გაართვეს.<3 დანარჩენ მონაწილეებს რაც შეეხება, ოთო და ირინკა ძალიან კარგები იყვნენ. "ჩემმა მზემ"... ისე მაგარი საინტერესოცაა, როდის მიხვდება უმრავლესობა ყველაფერი, რომ არ უნდა "ჭამოს"?!
პ.ს. ვაგრძელებთ ხმის მიცემას 0 903 300 340“