ტორტს ხატიას და რამაზის ფიგურები ამშვენებდა და წარწერა ჰქონდა - "ბიჭი მინდა". შეგახსენებთ, ხატიას და რამაზს 3 ქალიშვილი ჰყავთ და მათი ოცნებაა, ბიჭის მშობლები გახდნენ.
სადღესასწაულო ტორტის მირთმევის შემდეგ, რამაზ ნოზაძისთვის სიურპრიზები არ დასრულებულა, დაბადების დღის წვეულება სახლიდან რესტორანში გაგრძელდა, შინ დაბრუნებულ ჩემპიონს კი საძინებელი ოთახი ვარდის ფურცლებით დახვდა მორთული.