15 ოქტომბერი, 2018
„ჩცდ“-ში „ჰეროკრატიის“ მსახიობის გამოჩენა გააპროტესტეს – „მსახიობებს პოლიტიკური ღირებულებების გამო არ ვირჩევთ!..“
„ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სერიები გოგისა და ნანას სიყვარულის ამბის შესახებ მოგვითხრობს. პირველ ეპიზოდში ნანას ერთ-ერთი თაყვანისმცემლის როლს გია საგინაშვილი ასრულებს. ეს მსახიობი გოგა ხაინდრავას „ჰეროკრატიაშიც“ მონაწილეობდა, სადაც ძმები ახალაიებიდან ერთ-ერთის პროტოტიპი გახლდათ.

„ჩემი ცოლის დაქალებში“ მის გამოჩენას ერთ-ერთი მაყურებლის, ავთო კემლურიას გაბრაზება მოჰყვა.

Avtandil Kemularia: ეს ტიპი ჰეროკრატიაში რომ მონაწილეობს, არა უშავს?

Irakli Saghinadze: რა თქმა უნდა, არა უშავს. ავთანდილ, ხან და ხან რაღაც ბოლშევიკურების გამოგდება ნუ იცი, კაი ბიჭი ხარ და არ გიხდება…

Avtandil Kemularia:
გოგა ხაინდარავასაც ვიხილავთ, ალბათ, რო რამე. და ან ბერას კიდევ.

Irakli Saghinadze: სამწუხაროდ, მსახიობების დიდი ნაწილის იდეურ პოლიტიკური მომზადების დონე ვერ არის ღირშესანიშნავი, ასე რომ როლზე აგვყავს არა პოლიტიკური და მსოფლხედველობრივი ღირებულებებით, არამედ პროფესიონალიზმის და ნიჭიერების მიხედვით. პოლიტიკური ღირებულებები მათი პირადი საქმეა.

Misha Mshvildadze: პოლიტიკური შეხედულებების გამო ჩვენ არ ვბლოკავთ არავის, გურანდა გაბუნია გვყავდა როლში ამის დასტურად და მაგალითად, და ჰოროკრატია რომ არნახული უსინდისობა გამოვიდა, ამის წინასწარვერგანჭვრეტის გამო (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადვილად განსაჭვრეტი კი იყო) მსახიობის დაბლოკვა აგრეთვე არასწორია – საერთოდაც, ადამიანის და სინდისის დიალოგებში გარედან ჩარევა არ მიყვარს და მით უმეტეს საქმიანი გადაწყვეტილებების მიღება ასეთ ნიადაგზე.

გაცილებით მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია დასმული მხატვრული ამოცანის გადაჭრისა და შესრულების უნარი, დისციპლინირებულობა, მოსახერხებელი სამუშაო გრაფიკი და ა.შ.

ჰეროკრატია ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება იმ შემთხვევაში, თუ მსახიობმა იქ იმდენად დამაჯერებელი სახე შექმნა, რომ მაყურებელს იმ სტერეოტიპიდან ვერ გამოიყვანს, რაც მე მგონი ამ კონკრეტული სერიალის შემთხვევაში არც გვემუქრება.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS