22 მაისი, 2013
ნიკა გრიგოლია „რუსთავი 2“-ზე ახალ კომედიურ გადაცემას იწყებს
მას სამი წამყვანი - „კომედი ჯგუფიდან“ განდევნილი ნიკა გრიგოლია, გამოცდილი „კავეენშიკი“ და მსახიობი ნიკა რამიშვილი, იგივე დრუპი, და „პირველი არხის“ გადაცემა „კედელის“ ყოფილი ტელეწამყვანი სანდრო გაბისონია წაიყვანენ. „რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ბადეში მალე შესაძლოა, ახალი იუმორისტული გადაცემა გამოჩნდეს. მართალია, ჯერ მხოლოდ გადაცემის „პილოტზე“ მიდის მუშაობა, მაგრამ ხომ იცით, თქვენი ბუკლიკო ყოველთვის ჩქარობს და ცდილობს, ახალი ინფორმაცია პირველებმა თქვენ შეიტყოთ.

როგორც მითხრეს, ახალი შოუ „კაცების შოუს“ მსგავსი იქნება. მას სამი წამყვანი - „კომედი ჯგუფიდან“ განდევნილი ნიკა გრიგოლია, გამოცდილი
„კავეენშიკი“ და მსახიობი ნიკა რამიშვილი, იგივე დრუპი, და „პირველი არხის“ გადაცემა „კედელის“ ყოფილი ტელეწამყვანი სანდრო გაბისონია წაიყვანენ. შევიტყვე ისიც, რომ საცდელი გადაცემა, ე.წ. პილოტი, უკვე ჩაწერილია. ახლა ჯერი არხის ხელმძღვანელობაზეა, დაამტკიცებს თუ არა პროექტს.

ეს ყოველივე ნიკა გრიგოლიასთან გადავამოწმე.

- ნიკა, „რეიტინგიდან“ გაწუხებ, იმ გადაცემაზე მინდა გკითხო, „რუსთავი 2“-ისთვის რომ ამზადებ.
- ნაადრევი ხომ არ არის ამ გადაცემაზე საუბარი, ჯერ მხოლოდ ვმუშაობთ იდეაზე. რამდენიმეჯერ შევცვალეთ გა-დაცემის სტილი, სპეციფიკა, ჯერ ვერაფერს გეტყვით.
- „კაცების შოუს“ მსგავსი იქნებაო, გავიგე.
- არა, არა.
- ანუ მათსავით სტუდიაში არ ისხდებით მაგიდასთან და გარკვეულ თემებზე არ ისაუბრებთ?
- არა, არა, ჩამოუყალიბებელია ჯერ ეს გადაცემა, ჩათვალე, რომ იდეაზე ვლაპარაკობთ.
- სავარაუდო წამყვანებზეც ვერაფერს მეტყვი?
- ამის თქმა მხოლოდ გადაცემის დამტკიცების შემთხვევაში შემიძლია.
- როგორც ვიცი, „პილოტი“ ჩაწერეთ.
- ჩავწერეთ, მაგრამ სხვა ვარიანტებიც არსებობს. შეიძლება, ბევრი რამ შეიცვალოს. ჯერ პროექტის სრულყოფაზე ვმუშაობთ.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ზეზვა
სტატია, სადაც შესავალში მოყოლილია ინფორმაცია, რომელსაც შემდგომ ინტერვიუერი აბსოლუტურად უარყოფს, არის ოროსნობა. არა?
15:24 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS