„გამარჯობა მეგობრებო.. მოკლედ, ერთი შლამახუნის მაიმუნი არ მანებებს თავს.. ერთი კვირაა შეუჩერებლად მლანძღავს..მე კი თავს ვიკავებ, რათა პიარი არ გავუკეთო მას.
საქმე მდგომარეობს შემდეგში_ ეს ქალბატონი,რომელიც არის ე.წ. ყომარბაზი..და რომელიც მეც და ბევრმაც გაიცნო მარკუს მეტრეველთან დაპირისპირების შემდეგ.. თორემ ისე ვინ ჩემი დუშამბეა) მედავება, რომ თითქოს მე და ჩემმა ფოტოგრაფმა განზრახ დავამახინჯეთ, რათა მის გვერდით ლამაზი გამოვჩენილიყავი..
პ.ს. ჩემს ფოტოგრაფს ჩიპზე ორიგინალი ფოტოები აქვს შენახული.. საჭიროების შემთხვევაში, ეს ფოტოები ავთენტურობაზე შემოწმდება და ლელას მოუწევს საჯაროდ ბოდიშის მოხდა.. მანამდე კი მივმართავ მას:
ლელა, ჩემო არშემდგარო მეგობარო და ზოგადად არშემდგარო პიროვნებავ.. პირველ რიგში, მადლობა გადამიხადე იმისათვის, რომ აღმოჩნდი ჩემი კამერის ობიექტივში, რადგან ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ცნობად და წარმატებულ სახეებთან და არა საკუთარი თავის განდიდების მანიით შეპყრობილ ყომარბაზებთან, რომლებიც თურმე 6 000 000$ ღირან.. თურმე ჩემი ფასი მხოლოდ ცალი საყურე უკეთიათ ყურზე .. და კიდევ, ამდენი ბოტოქსები, სილიკონები, ფილერები, პლაზმოლიფტინგი მიკრობლეიდინგი და ა..შ.. არ იმალება სამწუხაროდ, კამერასთან.
მე ჯადოქარი არ ვარ რომ ასეთი მოფლაშული სახე მაისის კვირტივით გავხადო. ამ ამბავმა ერთი ჩემი ბავშვობის ისტორია გამახსენა.. მახსოვს საბავშვო თეატრში დავდიოდი" არტოს ბაღში" იქ ერთი კახელი მიტო იყო, გლეხური დიალექტი ჰქონდა.. წითლად აღაჟღაჟებული ლოყები.. მოკლედ, ძალიან საყვარელი კაცი იყო.. პოლაროიდის აპარატი ჰქონდა.. ფოტოებს გვიღებდა და გვჩუქნიდა ხოლმე.. ერთხელაც ჩემი ერთი უმადური ჯგუფელი აუშარდა..რატომ დაგვამახინჯე მე და ჩემი პადრუშკა ფოტოებზეო.. მიტო ოდნავ მოიღუშა, ერთხანს ლოყები დაებრაწა, მერე კახური დაწკეპილი ულვაშები ააცმაცუნა, და კახურივე აქცენტით მიუგო.. "რა მაიმუნებიც იგრე ხართ.. კინოშიც იგრე გამოხვედით"-ო“ _ წერს ნინო ადამაშვილი.
ცოტა ხნის წინ ადამაშვილმა სოციალურ ქსელში ლელა მიქელაძის მორიგი ფოტო გამოაქვეყნა. წარსულში ბებიაჩემის თანაკლასელი..ამჟამად კი აბუდაბის ზე-აღმატებულ მამაშად წოდებული .. ვინმე ლელა მიქელაძე.