ცნობილი ქართველი მოდელი მარიამ ხორგუაშვილი და ფეხბურთელი ლაშა კალანდაძე რამდენიმე თვის წინ, ერთმანეთს მეორედ დაშორდნენ. ულამაზესი ქართველი წყვილის სახელით ცნობილი ოჯახი ადრეც დაინგრა, მაგრამ წყვილი შერიგდა, ამჯერად კი, როგორც ჩანს, სიყვარული ვეღარ გადაარჩინეს და მარიამს უკვე ახალი შეყვარებული ჰყავს.
მარიამ ხორგუაშვილი ლაშა კალანდაძეზე პრესასთან არ საუბრობს.
მან სოციალურ ქსელში უცნობ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
მარიამს გემოვნებამ არც ამჯერად უღალატა, მისი რჩეული ვაკო ძალიან სიმპატიური მამაკაცია, რასაც ყველა აღნიშნავს.
მარიამს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი, დემეტრე
კალანდაძე, რომელიც რუსულმა გამოცემებმა ყველაზე გემოვნებიან ბავშვად აღიარეს.