05 ოქტომბერი, 2018
"ყველას გიმახსოვრებთ, ვინც სალომე ზურაბიშვილს უჭერთ მხარს" - ნიკა გვარამიას მუქარა და ნიკა მაჭუტაძის წითელი ბლოკნოტი
ნიკა გვარამიას პოლიტიკური ინტერესები საიდუმლო არავისთვის არ არის, ის და მისი რამდენიმე მომხრე სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერს და ამას სახალხოდაც აღიარებენ.

საპრეზიდენტო არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, დაძაბულობა მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სულ უფრო მეტად იზრდება. 

რამდენიმე საათის წინ გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ.

ეს არ არის არც გამოხატვის თავისუფლების და არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი.
ეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება
. დახმარება ქვეყნის ღალატში.

ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს, რომ მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია, და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო.

უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა.

ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ! მე, პირადად, ვაპირებ ამას მივუძღვნა საკუთარი თავი უახლოვესი რამდენიმე წელი. ჯერ არჩევნების წაგებაში ძალიან დავეხმარები მოღალატე სალომეს (აუცილებლად წააგებს) და მერე მივუბრუნდები მის დამხმარეებს."

პოსტს გამოეხმაურა გიგი უგულავა, რომელმაც გვარამიას ურჩია ივანიშვილის მთავრობას ნუ დაემსგავსება.

"ერთი დათქმა. პოლიტიკურ სივრცეში ეს ხალხი დისკომფორტს უნდა განიცდიდეს, მაგრამ ბიზნესი, კულტურა(საერთოდ კერძო სფეროა) და ასე შემდეგ - შურისძიების სახეს მიიღებს, რაც ამ ქვეყანას არ წაადგება. ბიძინას და ოცნებას არ უნდა დავემსგავსოთ."
როგორც ჩანს ნიკა გვარამიას აზრს იზიარებს ახალბედა პოლიტიკოსი ნიკა მაჭუტაძეც, რომელმაც პოსტი კომენტარებში წითელი დღიურის ფოტო დადო, სადაც ზურაბიშვილის მხარდამჭერების გვარებს ინახავს.

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ჯუდე
ამათ სულ გარეკეს
14:22 / 08-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ლელი
ოფიციალურად ვაცხადებ რომ მე მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს! გაიგე ჩემი ვებგვერდი და დამსაჯე,მაგის მეტი რა იცით ნაცებმა
11:26 / 06-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS