მაკა ასათიანი ცნობილი ოჯახის შვილი გახლავთ, მისი ცხოვრება, სამწუხაროდ, ტრაგედიებითაც იყო სავსე, მოუკლეს მამა - კახი ასათიანი, მოკლეს ბიჭი, რომელსაც ძალიან უყვარდა - დუდუ დადიანი. ეს ორი მკვლელობა ბურუსით არის მოცული.
მაკა ყველას უყვარდა, წარსულში ის დაქორწინებული იყო მერაბ ჟორდანიაზე, რომელთანაც ორი ვაჟი ჰყავს, მერაბ ჟორდანიას მაკა ძალიან უყვარდა და მისთვის სასწაულ სიურპრიზებსაც აწყობდა, ერთხელ ვერტმფრენიდან ვარდებიც კი მიმოფანტა ქუჩებში,
ცნობილი დიზაინერის გარეგნობას უამრავმა ტრაგედიამ ვერაფერი დაატყო, ის ისევ ისეთი ლამაზია, როგორც ადრე, წლების წინ, უბრალოდ ახლა მის სახეზე სევდას ადვილად შეამჩნევთ.
მაკა პრესასთან არ კონტაქტობს. აღარც დიზაინერობით არის დაკავებული. "რეიტინგის" არქივში ისეთი ფოტოები აღმოვაჩინეთ, რომლებიც ალბათ თავად მაკა ასათიანსაც არ ახსოვს და მას წლების შემდეგ ექსკლუზიურად გიზიარებთ.