ამჯერად მან სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ახალი ფოტო გამოაქვეყნა და ხელისუფლების წარმომადგენლებს "მონსტრების კორპორაცია" უწოდა.
ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგმა კობახიძის ტრადიციული ვარცხნილობა, ზოგმა კიდევ პოლიტიკოსებს სახეები დაუწუნა.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა კი ნანუკას შემდეგი სახის კომენტარი დაუწერა: "ესენი არიან მონსტრები და ერეკლე კოდუა არის ანგელოზი?"
ამ კომენტარზე ნანუკა ჟორჟოლიანი გაბრაზდა. ინტერნეტ მომხმარებლის "ფეისბუქიდან" ფოტო დასქრინა და
"ცუდად გაქვს ძუძუ გაკეთებული, გეტყობა სილიკონი", - დაუწერა ნანუკამ.
ნინი ბერძენიშვილი: რა შუაში იყო ახლა ძუძუ?
ნანუკა ჟორჟოლიანი: რა შუაშიც იყო ჩემი პირადი, ისიც ყოფილი. სიყვითლე არაფერში ვარგა, არც ძუძუში და არც ყოფილი ქმრის
წამოძახებაში.
ლიზა დადეშქელიანი: ნანუკ 18 წლის ვარ მაგ ფოტოში, რეებს მაბრალებ. იქნებ რამე სხვა მოიფიქრო, არ გიტყდება დედისტოლა ქალს?
მიმოწერას ლიზა ქისტაურიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ გოგონა, რომელსაც ნანუკამ მკერდის პლასტიკა დაუწუნა, სტაჟიანი ტროლია.