27 სექტემბერი, 2018
გიორგი ლომინაძე და ნუცა გუნცაძე დაშორდნენ
გიორგი ლომინაძისა და ნუცა გუნცაძის ოჯახს მთელი საქართველო იცნობს, განსაკუთრებით იმ ავარიის შემდეგ, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ე.წ. მორაგბეების ავარიის დროს, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ნუცა კალანდარია, მისი მეუღლე გიორგი პაპასკირი და ანი ჩხეიძე დაიღუპნენ. გიორგი ლომინაძის მეუღლე ნუცა გუნცაძე, თავად ლომინაძე და მერაბ კვირიკაშვილი კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. ნუცა გუნცაძე დიდი ხნის მანძილზე იწვა კლინიკაში, მან და გიორგი ლომინაძემ თურქეთის კლინიკაში ორი თვე გაატარეს.




ავარიის დროს 21 წლის ნუცა გუნცაძე ორსულად იყო. „მე
ვერ ვლაპარაკობდი, მაგრამ ფურცელზე გამუდმებით ვწერდი: "კიდევ ვარ ორსულად? ბავშვი ისევ არის?" - მხოლოდ ამ კითხვებს ვსვამდი. მე და გიორგი თურქეთში რომ მივდიოდით, აეროპორტში შეგვახვედრეს ერთმანეთს“, - იხსენებდა ნუცა გამოჯანმრთელების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში.


„რეიტინგისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ნუცა და გიორგი დაშორდნენ. რა გახდა მათი დაშორების მიზეზი, უცნობია. წყვილის ოჯახის დანგრევის ამბავს პირად საუბრებში მათი მეგობრებიც ადასტურებენ. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ გუნცაძისა და ლომინაძის წყვილი სამი თვის წინ დაშორდა. თავად ნუცა გუნცაძემ ჩვენთან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. „რეიტინგი“ გიორგი ლომინაძეს დაუკავშირდა: „სისულელეა, მე და ნუცა არ დავშორებულვართ“.



გიორგი ლომინაძე და ნუცა გუნცაძე ერთმანეთს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან იცნობენ, როცა 11 და 8 წლის ასაკის ბავშვები იყვნენ. მათ საერთო მეგობრების წრეში გაიცნეს ერთმანეთი. „ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. პატარაობიდანვე ძალიან თბილი დამოკიდებულება გვქონდა. ისე ვმეგობრობდით, ვერც კი წარმოგვედგინა ერთად ყოფნა. მესამე წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ“, - აღნიშნავდა ნუცა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ბუნებრივია, ეს ამბავი ბევრ ადამიანს გააოცებს და გულს დაწყვეტს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ორივე გამოჯანმრთელდა და იქნებ შერიგდნენ კიდეც.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლალი
აი ეს სტატია კი არა , სოფლის ორღობეში მოჭუჭყუნე მოხუცების წკავწკავია. მადლობა ყურადღებისთვის. პაკა'თ
05:13 / 29-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ბაია
უფალი გფარავდეთ.
09:36 / 28-09-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS