სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" დაწყებას მთელი საქართველო მოუთმენლად ელის. უკვე ცნობილია, რომ ახალი სეზონი 5 ოქტომბრიდან დაიწყება და ბევრი სიახლე ელოდება მაყურებელს.
სცენარისტები ჯერჯერობით არ ამხელენ, თუ რა ნიუანსები შეიძლება იყოს ჩართული მასში, რა ბედი ელოდება ჩიკას, რომელსაც ბოლო სერიაში დედამთილი ცეცხლსასროლი იარაღით ჭრის, თუმცა, "დრონი.ჯი"-სთვის ცნობილი გახდა, რომ ჩიკა მომდევნო სეზონში ისევ მნიშვნელოვანი გმირია და მას ახალი დაქალიც ჰყავს.
თუ ვინ იქნება სერიალის ახალი პერსონაჟი, ამას ახლავე შეიტყობთ - ეს მშვენიერი ქალბატონი ბალეტის მოცეკვავე
მეკო კვაჭანტირაძეა, რომელიც ჩიკას დაქალის ამპლუაში მოევლინება მაყურებელს. მეკო ნიორაძის სტუდიაში პატარებს ბალეტს ასწავლის. ის თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული პროფესიონალია, მრავალშვილიანი დედა, რომელიც საქმესა და ოჯახს ერთმანეთს არაჩვეულებრივად უთავსებს.
იხილეთ ფოტოები: