26 სექტემბერი, 2018
"არ დაუჯეროთ მათ, ისინი საშინელი ხალხია" - ქეთა თოფურია კოლეგების წინააღმდეგ
ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა ქეთა თოფურიას და მის კოლეგებს შორის, მაგრამ მომღერალმა მათზე საკმაოდ თამამად ისაუბრა.

"საშინლად მაცოფებს! მაგრამ ოკ, ჩემს ხელმომწერებს შეუძლიათ ვუყვარდე. მე არა, ჩემი შემოქმედება. ჩემი კოლეგები კი ამბობენ: "მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, ძვირფასო თაყვანისმცემლებო!" არ შეუძლიათ მათ თქვენი სიყვარული! მათ უბრალოდ თქვენით მანიპულირება მომავალშიც სურთ.

არ დაუჯეროთ მათ, ისინი საშინელი ხალხია. გთხოვთ, ნუ აურევთ ერთმანეთში მადლოერებას და სიყვარულს. არავის მოტყუება არაა საჭირო.

პირადად მე, მადლიერი ვარ ჩემი ხელმომწერებისა იმის გამო,
რომ მყვანან და ჩემს ბოდვას უყურებენ. მაგრამ როგორ უნდა მიყვარდეთ? უბრალოდ დაფიქრდით - როგორ შეიძლება გიყვარდეს ის, ვისაც არ იცნობ?" - განაცხადა ჯგუფ A’Studio -ს სოლისტმა თავის Stories-ში. 

განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სიკო
დაბოლილი იყო? :)
12:09 / 28-09-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS