ანუკის მსოფლიოს სამოდელო ინდუსტიაში კარგად იცნობენ და ის ცნობილი ბრენდების შოუების საპატიო სტუმარია.
ანუკი გუშინ "დიორის" ჩვენებაზე იყო მიწვეული, სადაც უჩვეულოდ ჩაცმული მივიდა. მას სპორტულ სამოსზე წითელი ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.
ფოტოები მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. აშკარაა, რომ თბილისში ასეთი ლუქით ბევრ გოგონას ვიხილავთ.