07 სექტემბერი, 2018
ცისანა სეფიაშვილი დედამთილი გახდა - მომღერლის ვაჟმა ულამაზეს გოგონას ხელი რუსთაველის თეატრში სთხოვა
ცნობილი ქართველი მომღერლის - ცისანა სეფიაშვილის უფროსი შვილი დაქორწინდა. გიორგი წერეთელი (დადა) ცისანას პირველი ქორწინებიდან ჰყავს და ის ამჟამად რუსეთში ცხოვრობს.

გიორგი წერეთლის მეუღლე სესილი კემულარიაა. გიორგიმ მომავალ მეუღლეს ხელი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სცენაზე სთხოვა, ამაღელვებელი მომენტის ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეშიც გავრცელდა.

Rating

„ყველაზე მდიდარი ადამიანი ვარ, რადგან ასეთი საამაყო ბიჭი შემხვდა ცხოვრებაში. არ ვიცი რით დავიმსახურეთ, მაგრამ გუშინ ჩვენ გვერდით იყვნენ ჩვენი საუკეთესო მეგობრები, რომლებიც ჩამოფრინდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან, ვინ ერთი დღით, ვინ რამდენიმე
საათით. სიყვარულის დღე გვქონდა არა მარტო მე და დადას, არამედ მთლიან სამეგობროს, ვგიჟდები!!!“ - დაწერა სესილიმ საკუთარ სოციალურ ქსელში.

Rating

აღსანიშნავია, რომ ქორწილის საღამოს უამრავი ქართველი ვარსკვლავიც ესწრებოდა, მათ შორის იყო მერაბ სეფაშვილიც, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას უმღერა.

იხილეთ ვიდეო:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS