მას შემდეგ რაც ლევან ჯიბღაშვილმა სასურველი სასიძოს სტატუსი კიდევ ერთხელ დაკარგა და პრესასთანაც აღარ ურთიერთობს, მის მიმართ ინტერესი გაქრა.
ახალგაზრდა მსახიობს უამრავი გოგონა ეტრფოდა, მაგრამ ის უკვე მეორე ოჯახის შექმნას გეგმავს და მისი გული ისევ დაკავებულია.
კარგია, რომ საზოგადოება აქამდე არ იცნობდა ლევან ჯიბღაშვილის დეიდაშვილებს, თორემ ის სასურველი სასიძოს ტიტულს დიდი ხნის წინ დაკარგავდა, რადგან ბიჭები, როგორც მსახიობისა და ბიზნესმენის დედა ამბობს, ნამდვილ პრინცებს ჰგვანან და უჩვეულო გარეგნობა აქვთ.
ნონა ჯიბღაშვილმა დისშვილების, ბექა მირიანაშვილისა და ლუკა უძილაურის ფოტოები სოც. ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა.