არხმა მიიღო ერთი უცნაური და საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, გაუმართლებელი გადაწყვეტილება - ყველაზე რეიტინგული პროექტი "ჰელოუ თბილისი" დახურა.
გადაცემის ქერათმიანმა წამყვანმა, რუსკა ხვედელიძემ კი, რატომღაც კულისებში გადაინაცვლა და დილის გადაცემის პროდუსერი გახდა.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც "იბერიაზე" განხორციელდა, უკავშირდება ცვლილებებს გადაცემა "ფაბრიკაში", ცნობილი გახდა, რომ რეიტინგული შოუს წამყვანი გიორგი გასვიანი აღარ არის და ის რეზი ჭიჭინაძემ ჩაანაცვლა.
გიორგი გასვიანმა გუშინ საღამოს სოციალურ
"რეიტინგისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ გიორგი გასვიანმა "იბერიიდან" "იმედზე" გადაინაცვლა.
სწორედ ის იქნება გადაცემა "სიმართლის დროს" წამყვანი.
"სიმართლის დრო" იმედის ეთერში რამდენიმე წლის წინაც გადიოდა, სადაც იმ ადამიანებს სიცრუის დეტექტორზე ამოწმებდნენ, რომლებიც თავიანთი ცხოვრების დეტალებზე საუბრობდნენ. მაშინ მისი წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი გახლდათ.
ინფორმაციის გადასამოწმებლად, "რეიტინგი" გიორგი გასვიანს დაუკავშირდა.
- გიორგი, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ "სიმართლის დროს" წაიყვანთ, მართალია?
- არ ვაკეთებ არანაირ კომენტარს. დაელოდეთ სიახლეებს.