04 სექტემბერი, 2018
ექსკლუზივი და დიდი ცვლილებები - გიორგი გასვიანი გახმაურებულ შოუს წაიყვანს
სატელევიზიო სივრცეში ახალი სეზონის დადგომას ცვლილებებიც მოჰყვა. განახლებული სეზონით ეთერში პირველი ტელეკომპანია "იბერია" გავიდა.

არხმა მიიღო ერთი უცნაური და საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, გაუმართლებელი გადაწყვეტილება - ყველაზე რეიტინგული პროექტი "ჰელოუ თბილისი" დახურა.

გადაცემის ქერათმიანმა წამყვანმა, რუსკა ხვედელიძემ კი, რატომღაც კულისებში გადაინაცვლა და დილის გადაცემის პროდუსერი გახდა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც "იბერიაზე" განხორციელდა, უკავშირდება ცვლილებებს გადაცემა "ფაბრიკაში", ცნობილი გახდა, რომ რეიტინგული შოუს წამყვანი გიორგი გასვიანი აღარ არის და ის რეზი ჭიჭინაძემ ჩაანაცვლა.

გიორგი გასვიანმა გუშინ საღამოს სოციალურ
ქსელში დაწერა, რომ ის "იბერიის" თანამშრომელიც აღარ არის და მაყურებელს სიახლეებს დაპირდა.

"რეიტინგისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ გიორგი გასვიანმა "იბერიიდან" "იმედზე" გადაინაცვლა.

სწორედ ის იქნება გადაცემა "სიმართლის დროს" წამყვანი.

"სიმართლის დრო" იმედის ეთერში რამდენიმე წლის წინაც გადიოდა, სადაც იმ ადამიანებს სიცრუის დეტექტორზე ამოწმებდნენ, რომლებიც თავიანთი ცხოვრების დეტალებზე საუბრობდნენ. მაშინ მისი წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი გახლდათ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, "რეიტინგი" გიორგი გასვიანს დაუკავშირდა.

- გიორგი, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ "სიმართლის დროს" წაიყვანთ, მართალია?
- არ ვაკეთებ არანაირ კომენტარს. დაელოდეთ სიახლეებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მანჩო
ძალიან მოგვენატრა ტელევიზიში გიორგი ვარდოსანიძე
21:40 / 05-09-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS