მის კლიენტებს შორის არიან „ლორეალი“, „კარტიე“, „ფილიპსი“, „მერსედესი“, „შარპი“, „ნესტლე“, „ლაკოსტა“, „ფოლკსვაგენი“ და ა.შ. როგორც ამბობენ, მისი
როგორც ოფიციალური ბიოგრაფია ცხადყოფს, ლადო ალექსი 1977 წელს დაიბადა. დაწყებითი სკოლა მოსკოვში დაამთავრა. რვა წლიდან იღებდა ფო-ტოებს. 1989 წელს დატოვა რუსეთი და მშობლებთან ერთად ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად. 1997-2000 წლებში freelance-ში მუშაობდა, როგორც ფოტოგრაფი და პარალელურად პარიზში სწავლობდა ფოტოგრაფიას - ფოტოგრაფიის სკოლაში „ირისის ცენტრი“.
სწავლის პერიოდში, 1997 წელს გადაიღო რეპორტაჟი კანის კინოფესტივალის ორმოცდაათი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ცნობილი ფოტოსააგენტო Gamma & Stills-ისთვის. ამ რეპორტაჟის ფოტოები ბევრ ცნობილ ჟურნალში გამოქვეყნდა, მათ შორის „პარი მატჩში“ და გამოიფინა პარიზში გალერეა „ეარ ფრენსში“.
1999-2004 წლებში ჰამბურგში სწავლობდა გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, „გრაფიკული დიზაინის“ სპეციალობით. 2004 წელს ნიუ-იორკში მიიღო რეკლამის ყველაზე ავტორიტეტული კონკურსის LUCIE AWARDSშ-ის პირველი პრიზი ნომინაციაში „წლის საუკეთესო სარეკლამო ფოტოგრაფია“. ეს ნამუშევარიც შემდეგ სპეციალურ გამოფენაზე იქნა წარმოდგენილი ლოს-ანჯელესში და პრესტიჟულ კატალოგებში შევიდა.
თავად ამბობს, რომ ფოტოგრაფიამდე კინოსა და მოდის სიყვარულმა მიიყვანა: „გარდა ამისა, მსახიობისა და ექიმის შვილს, ჯერ კიდევ მოსკოვში დიდი შესაძლებლობები მქონდა, ჩემი გატაცებები იოლად განმეხორციელებინა“. შთაგონე-ბასაც კინოდან იღებს. „ხელოვნებიდან, მუსიკიდან, ყოველდღიური დაკვირვებე-ბიდან. მომწონს ადამიანების, სახეების ფოტოგრაფირება“.
დღეს ლადო ალექსი ძირითადად ჰამბურგში, მოსკოვსა და პარიზში ცხოვრობს და მუშაობს და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებული მოდის ფოტოგრაფია.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი „რეიტინგი“