მოდელი კესარია აბრამიძე ორი დღის წინ იუბილარი იყო. საკუთარ დაბადების დღეზე კესარიას შეყვარებულმა მამაკაცმა სიურპრიზი მოუწყო და დაბადების დღის წვეულება ერთ-ერთ კლუბში გადაუხადა, სადაც მხოლოდ წყვილის უახლოესი მეგობრები შეიკრიბნენ.
კესარიას დაბადების დღეზე ეცვა ულამაზესი ბუმბულებიანი კაბა, რომელიც საყვარელმა მამაკაცმა აჩუქა.
კესარიამ დაბადების დღის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.