03 აგვისტო, 2018
ცირა კობიაშვილს კესარიასგან ვერ გაარჩევთ - მომღერლის ფანები შოკში არიან
ალბათ ხშირად გსმენიათ იმის შესახებ, რომ საქართველოში პლასტიკური ოპერაციებით ყველა ცდილობს შორენა ბეგაშვილს და კესარია აბრამიძეს დაემსგავსოს, თუმცა, რამდენად გამოსდით, ეს საკითხავია.

ამჯერად კესარია აბრამიძეს უმშვენიერესი მომღერალი ცირა კობიაშვილი მიამსგავსეს.

ცირა მაყურებელმა "იქს ფაქტორის" მეშვეობით გაიცნო და მისმა გარეგნობამ გამოჩენისთანავე მიიპყრო ხალხის ყურადღება. თუმცა, აშკარაა, რომ მან გარეგნობაში რაღაც ცვლილებები შეიტანა, პლასტიკური ქირურგიის თუ მაკიაჟის დამსახურებაა, არავინ იცის, მაგრამ როგორც მისი თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, საკუთარ დაბადების დღეზე ცირა კესარიას ჰგავდა.

ცირამ დაბადების დღე შეყვარებულთან და მეგობრებთან
ერთად გადაიხადა.

"გული გამისკდა! კესარია მეგონე და რა კაცი დაუთრევია თქო", "მართლა კესარიას დაემსგავსე", "ხალხნო რა კესარია, საერთოდ არ გავს კესარიას" - ასეთი კომენტარები დაუწერეს მომღერალ ცირა კობიაშვილს საკუთარ დაბადების დღეზე გადაღებულ ფოტოებზე.

Rating
Rating

თქვენ ხედავთ მსგავსებას მათ შორის?
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ჰმ?
და კესარიას თუ დაემსაგავსა, რამე ტრენდულია? სირცხვილი ხომ არ არის შემთხვევით? საქართველოში, მზისა და ვარდების ქვეყანაში ყველაზე ლამაზი ქალი ვარო კაცი იჩემებდეს და ბიოლოგიური მდედრები მას ეჯიბრებოდნენ?
22:33 / 24-01-2019
გამოხმაურება / 0 /
ვიკა
კესარიას კიდევ ერთი ტყუპისცალი გამოუჩნდა ))
08:30 / 10-08-2018
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ყველა ერთ ინკუბატორში გამოჩეკილს ჰგავს - ეს არაა სილამაზე!
17:03 / 06-08-2018
გამოხმაურება / 0 /
GoGo
მართალაც ამ ბოლო წლებში ყველა ერთმანეთს დაემსგავსა: ერთნაირი ცხვირი, ტუჩები, სახის ოვალი... შორენა და კესარია კი საერთოდ ტყუპებივით არიან. რომელი ცდილობდა დამსგავსებოდა რომელს, კაცმა არ იცის. ეს გოგონაც - ცირაც ნამდვილად ჰგავს კესარიას ( თუ შორენას)... პრინციპში, მათი სახეა, მათი სხეულია და რასაც უნდა იმას გაუკეთებენ. უბრალოდ, შემდეგ რომ იწყებენ, ნატურალურად ვარ ასეთიო, ეს არის უხერხული... საერთოდ, თუ ადამიანს სურვილი აქვს და მატერიალური მდგომარეობაც ხელს უწყობს, გაიკეთოს ეს პლასტიკური, რა პრობლემაა?! მთავარია, ქალმა ზომიერება დაიცვას, არაბუნებრივი გამომეტყველება რომ არ გაუხდეს. ამას წინათ აზერბაიჯანის პირველი ლედის ბოლო წლების ფოტოები ვნახე... აშკარად გადაუმლაშებია, გაქვავებული სახე ჰქონდა.
17:09 / 03-08-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS