"ეს ორი დღეა განსაკუთრებული ვნებათაღელვაა პრაიმშოუს ბოლო გადაცემის მზიურის ნაწილზე, სადაც ყელსაბამები ჩანს.
1. ერთი კვირა ტრიალებდა ანონსი, ტექსტით ,,საბჭოეთის ნოსტალგიის გარეშე”, სადაც მოხდა ცნობილი ფილმის ანსაბლ მზიურის შესახებ გაცოცხლება.
2. იმავე სიუჟეტში ხაზგასმით ვამბობთ - საბედნიეროდ ეს ყელსაბამები ცუდ ისტორიას ჩაბარდა და მათი დატვირთვა არის მხოლოდ ჩვენთვის/თქვენთვის პატივსაცემი ქალბატონების დაბრუნება ბავშვობაში, სადაც მათ ნიჭს თან ახლდა ანექსირობულო წყობა. ყველაფერს რომ თავი
3. ნაწილ თქვენგანს მთლიანი გადაცემა სავარაუდოდ ნანახი არა აქვს და შესაბამისად მოჭრილი გაზიარებული სიმღერებიდან რათქმაუნდა შეიძლება სხვა აზრის გამოტანა, თუ შინაარსი არ იცი და არ გიყურებია, თუმცა...
4. თუმცა ბოლოს მინდა გითხრათ, რომ... ნებისმიერს მზად ვართ შევეჯიბროთ ქვეყნის პატრიოტიზმში....არავიზე ნაკლებად არ გვადარდებს სამშობლოს შიგნით არსებული მავთულხლართები (და ამაზე არაერთი გადაცემა გვაქვს გაკეთებული)....არავიზე ნაკლებად არ გვტკივა და არ გვეამაყება ჩვენი გმირები!!!....არავიზე ნაკლებად არ ვფიქრობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია!!!
5. p.s. განსაკუთრებული აღშფოთებითა და აგრესიით მყოფ ჩვენს მეგობრებს კარგ დასვენებას და მშვიდ გარემოში ყოფნას ვუსურვებ ))
მადლობა ყურადღებისთვის " - დაწერა ნოე სულაბერიძემ.
ნოე სულაბერიძის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მას არა ერთი ადამიანი დაუპირისპირდა, გადაცემის წამყვანებმა და სხვებმა მხარი დაუჭირეს. სულაბერიძეს განსაკუთრებულად დაუპირისპირდა ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი.