27 ივლისი, 2018
როგორი ურთიერთობა აქვს ნინი ნებიერიძეს თემურ უგულავას უფროს ქალიშვილთან
მოდელი ნინი ნებიერიძე ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელია. მილიონერის ცოლი ახლა უკვე ორი შვილის დედაა, მას პატარა თემო და ტოკიო ჰყავს.

ნინი ახერხებს,ბავშვებთან ბევრი დრო გაატაროს და არც მეგობრები რჩება ყურადღების გარეშე, რაც მისი ინსტაგრამიდანაც კარგად ჩანს.

როგორც ჩანს, ნინი თემურ უგულავას უფროს ქალიშვილს, 19 წლის ნუცა უგულავასაც დაუმეგობრდა. ნუცა და ნინი ერთად ხშირად ატარებენ დროს და ფოტოებს სოც-ქსელში აზიარებენ.

Rating

ნუცა უგულავას პატარა და-ძმებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, მას ორი წლის წინ კიდევ ერთი ძმა დედისგან, თეო ფერაძისგან
გაუჩნდა. შესაბამისად, მილიონერი ბიზნესმენის ქალიშვილი ცდილობს, პატარა და-ძმებს ყურადღება სათანადოდ დაუთმოს. 

რაც შეეხება მისი და ნინი ნებიერიძის ურთიერთობას, ისინი ერთად ყაზბეგშიც ისვენებდნენ. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS