24 ივლისი, 2018
"გული მტკივა ძაან მაგრად" - უცნობმა ბიძინა ივანიშვილზე სკანდალური სიმღერა დაწერა
მსახიობი და მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი ბოლო დროს ტელეეთერით იშვიათად ჩნდება. ბოლოს ის მისი სიძის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო გააქტიურდა, თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემები მოაგვარა და პოლიტიკურ თოქ-შოებში აღარ გამოჩენილა.

რაც შეეხება სიმღერას, ის იშვიათად წერს ახალ სიმღერებს, ამჯერად კი აშკარაა, მუზა მოუვიდა და ჩაწერა სიმღერა "აუ, აუ", რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ერთ-ერთ პროექტში შეასრულა.

სიმღერას პოლიტიკური შინაარსი აქვს, ის მღერის ბასიანის, გალერის და ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

გიორგი გაჩეჩილაძეს არც მცურავი
ხეები დარჩენია ყურადღების მიღმა და ახალ სიმღერაში ხეებზეც იმღერა.
მან ბიძინა ივანიშვილს დრუიდი კაცი უწოდა. სიმღერის ტექსტის მიხედვით, დრუიდმა კაცმა ფლორა და ფაუნა დაიმორჩილა და სწორედ ამით გაიწმინდა აურა.

ბუნებრივია, ამ სიმღერას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

უცნობს ზოგი უწონებს სიმღერას, ზოგი პირიქით.

"დრუიდი კაცი - ბიძოს ახალი კლიჩკა", "რასაც მღერის, ყველაფერს თვითონ უწყობდა ხელს", "აუ, აუ კარგია და მართალი სიტყვებია ", "რა გინდოდა პოლიტიკაში, გემღერა, ლამის ყველა სიმღერა ჰიტი გქონდა, ხალხს უფრო ეყვარებოდი", - წერენ კომენტარებში.






შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და უცნობს ნათესაობაც აკავშირებთ, უცნობი გვანცა ივანიშვილის ნათლიაა. თუმცა, როგორც სხვადასხვა შოუში გია გაჩეჩილაძე ყვება, 20 წელია, მას და ივანიშვილებს კონტაქტი არ აქვთ. 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
mancho38
არც შენ ხარ მომღერალი და არც ესაა სიმღერა.არ მოგბეზრდა ტაკიმასხარაობა? გადი არენიდან.მომაბეზრებელი ხარ უკვე
17:08 / 30-07-2018
გამოხმაურება / 0 /
Godfather
გოიმი რომ არის აბა რატომ უნდა მონათლოს შენი შვილი ისეთმა ადამინმა ვისაც 20 წელი არ ნახულობ.
13:05 / 30-07-2018
გამოხმაურება / 0 /
beno
გიო რა გინდოდა წვენებში გემღერა ეგრე ლხინებში
02:13 / 29-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ფფფ
წადი შენი გამომტყუებელი აფერისტი ..............!
15:32 / 27-07-2018
გამოხმაურება / 0 /
jorjo
ეს გავლილი მაქ...ვიცი
16:11 / 26-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS