“ნინო ჭავჭავაძის შავი კაბა ერთადერთი შემონახული ფოტოსურთით აღადგინა დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა. კაბის ყველაზე დიდი სირთულე იყო საყელო – უზარმაზარი ნაქარგი უთხელეს შიფონზე. დღეს წინანდლის ყველა სტუმარს შეუძლია ნახოს -“წინანდლის შავი ვარდი”.
ფოტოზე: ჭავჭავაძეთა შთამომავალი, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილის შვილიშვილი, უმშვენიერესი მაია კოკოჩაშვილის ქალიშვილი, შეუდარებელი, იშვიათი სილამაზის ელენე გოგლიძე ნინოს კაბით”.