17 ივლისი, 2018
ნინო ჭავჭავაძის ლეგენდარული კაბა სიმონიკო მაჩაბელმა გააცოცხლა (ფოტოები)
დიზაინერმა სიმონიკო მაჩაბელმა აღადგინა ნინო ჭავჭავაძის ულამაზესი კაბა, რომლის ნახვაც უკვე ყველა ადამიანს შეუძლია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარინა გუნია წერს.

“ნინო ჭავჭავაძის შავი კაბა ერთადერთი შემონახული ფოტოსურთით აღადგინა დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა. კაბის ყველაზე დიდი სირთულე იყო საყელო – უზარმაზარი ნაქარგი უთხელეს შიფონზე. დღეს წინანდლის ყველა სტუმარს შეუძლია ნახოს -“წინანდლის შავი ვარდი”.

ფოტოზე: ჭავჭავაძეთა შთამომავალი, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილის შვილიშვილი, უმშვენიერესი მაია კოკოჩაშვილის ქალიშვილი, შეუდარებელი, იშვიათი სილამაზის ელენე გოგლიძე ნინოს კაბით”.

RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS