გოლა მაყურებელმა წლების წინ სერიალ "მუსკულებში" გამოჩენის დროს გაიცნო.
ის პოპულარულიც მოკლე დროში გახდა, თუმცა, ბოლო წლებში ტელევიზიაში აღარ გამოჩენილა და წყალტუბოში ცხოვრობდა.
როგორც ადამაშვილი სოც-ქსელში წერს, გოლას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. "წონის პრობლემა ჰქონდა და თრომბმა დაარტყა გუშინ", - პასუხობს დაინტერესებულ პირებს მსახიობი.