- სამწუხაროდ, შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მოწონებით ყველა მშვენიერი მომწონს.
ნინი უსაყვარლესი და უმშვენიერესია. ერთხელ ქუჩაში დავინახე გოგონა, რომელიც ძაღლს მოასეირნებდა. იმდენად მშვენიერი იყო ეს კადრი, გავჩერდი და ვუყურებდი – ჩემმა მზემ, რა ლამაზია, ნეტა ვინ არის-მეთქი და უცბად ტაქსი დამეჯახა, შუა ქუჩაში ვიდექი.
მერე თვითონაც გაიგო, რომ კინაღამ მისი სილამაზის მსხვერპლი გამხადა.
შეიძლება, თვითონ საერთოდ არ ვეპრიანებოდი და არც ახლა მოვწონვარ, მაგრამ მე ლექსები დამაწერინა ამ მშვენიერმა. თუმცა, სიყვარულით მართლა არასდროს არავინ მყვარებია.