16 ივლისი, 2018
"ქუჩის ბიჭები" დაიშალა - "პიკასო" სიმღერას ვეღარ გააგრძელებს
ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" ერთ-ერთი წევრი ირაკლი ნოზაძე რამდენიმე კვირის წინ, საკუთარ სახლთან სასტიკად დაჭრეს. მას თავს გოგონა დაესხა, გავრცელებული ინფორმაციით, "პიკასოს" თამთა ჯანჯღავას ვალი ჰქონდა და დაპირისპირება მათ შორის სწორედ ამის ნიადაგზე წარმოიშვა. 

მომღერალი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მას დაზიანებები ყელის არეშიც აღენიშნებოდა, ის კლინიკიდან უკვე გაწერეს და ახლა რეაბილიტაციას სახლში გადის, თუმცა, შესაძლოა, მან სიმღერა ვეღარ გააგრძელოს. 

ჩვენი წყაროს ცნობით, მიღებული ტრავმების გამო, ირაკლი სიმღერას ვეღარ გააგრძელებს, რასაც ძალიან განიცდის. მომხდარი ინციდენტის გამო, უკვე გადაიდო
"ქუჩის ბიჭების" რამდენიმე კონცერტი, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში უნდა გამართულიყო. 

რა ბედი ეწევა ჯგუფს, განაგრძობს თუ არა ის, "პიკასოს" გარეშე საქმიანობას, უკვე მეორედ ამის გასარკვევად პოპულარული ჯგუფის სოლისტს ზურა ხაჩიძეს დავუკავშირდით. 

- ზურა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "პიკასო" სიმღერას ვეღარ გააგრძელებს, რას აპირებს "ქუჩის ბიჭები", მის გარეშე მიიღებთ კონცერტებში მონაწილეობას თუ დაიშლებით?

- პირველად მესმის ასეთი ინფორმაცია. მართალია, ირაკლის მძიმე ტრავმა აქვს მიყენებული, მაგრამ ექიმების ძალისხმევით მისი სიცოცხლეც გადარჩა და სრულად რეაბილიტაციას შეძლებს. ის ახლა სახლში მკურნალობს და მალე დაბრუნდება ჯგუფში. უამრავი კონცერტები გველოდება წინ. 
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS