12 ივლისი, 2018
82 წლის ნანი ბრეგვაძე ბოტასებით და ჭრელი სარაფნით
ნანი ბრეგვაძის დახვეწილობაზე თბილისში ლეგენდები დადიოდა, დადის და კიდევ მრავალი წელი ივლის. 

ქართული ესტრადის ყველაზე გემოვნებიანი ვარსკვლავი 82 წლისაა, თუმცა, წლები მას ჩრდილს ნამდვილად ვერ აყენებს. 

როგორ ახერხებს ამას, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ის შეუდარებელია სცენაზე, პოდიუმზე და ქუჩაშიც. 

Rating

ნანი ბრეგვაძეს არაოფიციალურ ფორმაში საზოგადოება იშვიათად შეხვდება, თუმცა, გამონაკლისებიც ხდება. რამდენიმე წუთის წინ, მისი შვილისშვილის მეუღლემ, ბიზნესვუმენმა ფუფა გოგლიძემ სოც-ქსელში ნანი ბრეგვაძის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც 82 წლის მომღერალი ბოტასებით და ჭრელი სარაფნით არის. უნდა აღინიშნოს, რომ
შესანიშნავად გამოიყურება. 

ქართული პრესა და არა მხოლოდ ქართული, ხშირად წერს სხვადასხვა ასაკოვანი ვარსკვლავის ასანთის ღერივით ფეხებსა და უბერებლობაზე, მაგრამ უდაოა, რომ ნანი ბრეგვაძე ყველას ჯობია.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ტეო
გეთანხმებით მშვენივრად გამოიყურება. უბერებელი ქალია...უფალმ აკარგად ამყოფოს... მაგრამ სად არის სარაფანი?????
14:04 / 14-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მიყვარს ძალიან ესარაჩვეულებრივი ქალბატონი!
12:51 / 14-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ლიზიკო
ნანი მანდილოსანი ქალის ეტალონია. მაგალითია იმისა რომ ქალმა ასაკშიც თავისი ვიზუალი უნდა შეინარჩუნოს, რასაც ბევრი ხშირად ვერ ვახერხებთ. ნანის ჯანმრთელობას კიდევ დიდხანს ვუსურვებ
12:01 / 14-07-2018
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ნანი ბრეგვაძე მართლაც შესანიშნავად გამოიყურებოდა ყოველთვის, მაგრამ ახლა ასე აღფრთოვანებით რომ ახსენებთ მის ბოტასებიან ფეხებს, ჯობდა არ გადაგეღოთ ის ასე ახლო ხედიდან და არ გეჩვენებინათ მისი ფეხები. ისე, ქართულად რომ უკეთ წერდეთ, უკეთესი იქნებოდა შვილიშვილი და არა შვილისშვილი. ჟურნალისტს ეს არ უნდა ეშლებოდეს!
23:08 / 13-07-2018
გამოხმაურება / 0 /
Nana.
გასაგებია, რომ 82 წლისაა და მაგარ ფორმაშია მაგრამ ამ ასაკის ქალს ცოტა მოკრძალება მართებს, დამსახურებული არტისტის წოდება აქვს. ყოველთვის მომწონდა მისი დახვეწილი ქცევის მანერა და ჩაცმის სტილი, ჩემთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო მაგრამ აი ამ ფეხების მერე მართლა ფეხებია რააა.
18:29 / 13-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნანი კი მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ სახელოებიანი კაბაა სარაფანი?
17:05 / 13-07-2018
გამოხმაურება / 0 /
maka
ნანი ნანიაა! გენიალური გემოვნებიანი მუსიკოსი და ადამიანი ზოგადად! პიროვნება- უსაზღვროდ კეთილშობილი ! დღეგრძელობა ვუსურვოთ ქ-ნ ნანის!
16:35 / 13-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS