ქართული ესტრადის ყველაზე გემოვნებიანი ვარსკვლავი 82 წლისაა, თუმცა, წლები მას ჩრდილს ნამდვილად ვერ აყენებს.
როგორ ახერხებს ამას, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ის შეუდარებელია სცენაზე, პოდიუმზე და ქუჩაშიც.
ნანი ბრეგვაძეს არაოფიციალურ ფორმაში საზოგადოება იშვიათად შეხვდება, თუმცა, გამონაკლისებიც ხდება. რამდენიმე წუთის წინ, მისი შვილისშვილის მეუღლემ, ბიზნესვუმენმა ფუფა გოგლიძემ სოც-ქსელში ნანი ბრეგვაძის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც 82 წლის მომღერალი ბოტასებით და ჭრელი სარაფნით არის. უნდა აღინიშნოს, რომ
ქართული პრესა და არა მხოლოდ ქართული, ხშირად წერს სხვადასხვა ასაკოვანი ვარსკვლავის ასანთის ღერივით ფეხებსა და უბერებლობაზე, მაგრამ უდაოა, რომ ნანი ბრეგვაძე ყველას ჯობია.