ის დასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ჭიათურაში, სადაც კაცხის სვეტის შემოგარენი მოინახულა. ჭიათურიდან კი მშობლიური ლეჩხუმისკენ გადაინაცვლა.
მაკა ასათიანი წარმოშობით სწორედ ლეჩხუმიდან არის. დიზაინერმა ცაგერის მუზეუმი და ეკლესიები მოინახულა. როგორც ჩანს, ნანახით აღფრთოვანებულია კიდეც.