10 ივლისი, 2018
ვინ არის ბარბარიკას როლის შემსრულებელი ულამაზესი გოგონა და ჰგავს თუ არა ბარბარიკას
"... ჩემს გმირზე ვიტყოდი, რომ ბარბარიკა არ არის გასაკიცხი. რამდენადაც ცუდი არ უნდა იყოს მაქსიმე, იგი მისთვის პირველი სიყვარული იყო! ენდის ბაბუის სიყვარულით გაყვა, მას რომ არ ენერვიულა... ენდისთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს, თუნდაც სქესობრივი. მხოლოდ ერთ ოთახში არიან...", – ამბობს მსახიობი თაკო კორინთელი, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებში" ახალი ბარბარიკას როლს განასახიერებს და მისი გმირის საქციელს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება ხოლმე...

- ჩემსა და ჩემს გმირს შორის დიდი მსგავსება არ არის, თუმცა, ძალიან მომწონს. ბარბარიკას
სახელით ვერ ვისაუბრებ, რადგან იგი
თავის სათქმელს სერიალში იტყვის!

- განსაკუთრებით რა გხიბლავთ ამ გმირის?
- თუნდაც გარეგნობა, როგორც არის აღწერილი, ბარბარიკა როგორიც უნდა იყოს. მომწონს მისი თავდაჭერილობა. ძალიან განათლებულია, საფრანგეთში აქვს განათლება მიღებული და კარგად საუბრობს ფრანგულად. მე ფრანგულად ვერ ვსაუბრობ და ძალიან მინდა, რომ ვიცოდე... ბარბარიკა ნამდვილად არისტოკრატი გოგოა!


- რა საერთო იპოვეთ თქვენს გმირთან?
- ასე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ხომ არის რაღაც, შინაგანად რომ გრძნობ, უხილავი ძაფი რომ არის გაბმული შენსა და შენს გმირს შორის. კონკრეტულად რომ ავიღო, ამაში ვგავარ-თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩემიანია.


- ჩაცმულობით რამდენად ჰგავხართ?
- ბარბარიკას როგორც აცვია, ისე ვერ ვივლი დღეს საქართველოში, მაგრამ ძალიან მომწონს. ყოველთვის ვამბობდი, მე-14 საუკუნეში უნდა დავბადებულიყავი სადმე საფრანგეთში-მეთქი. მომწონს არისტოკრატული ჩაცმულობა, მაგრამ ჩემი ყოველდღიური ჩაცმულობა დახეული ჯინსები და მაისურებია. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS