09 ივლისი, 2018
"ექიმები ძალიან შეშინდნენ" - რატომ შეცვალეს "ჩცდ"-ში პრემიერ-მინისტრი
მსახიობი გოჩა ცომაია ფართო საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. ის სერიალში ჯერ შს მინისტრის როლს ასრულებდა, ახლა კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მირიანია.

"ჩცდ"-ს ბოლო სერიებში მოქმედებები სწორედ მირიანის მონაწილეობით განვითარდა, თუმცა, მაყურებლისთვის უჩვეულო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ბოლო ორ სერიაში მირიანის როლს გოჩა ცომაიას ნაცვლად სულ სხვა მსახიობი ასრულებდა.

რა გახდა "ჩემი ცოლის დაქალებში" პრემიერ-მინისტრის როლის შემსრულებელი მსახიობის შეცვლის მიზეზი ამის გარკვევა თავად გოჩა ცომაიასთან ვცადეთ.

- ბატონო გოჩა, რატომ აღარ ხართ "ჩემი ცოლის დაქალებში"?

- ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. ბოლო სერიის გადაღებების დროს საშინელი თავბრუს ხვევები დამეწყო, რის გამოც საავადმყოფოში მოვხვდი.

Rating

ექიმები ძალიან შეშინდნენ, ანალიზები ამიღეს და მითხრეს, სანამ საბოლოო პასუხები არ იქნებოდა, თავი შემეკავებინა მუშაობისგან. ახლა ყველაფერი კარგად არის.

- რა დიაგნოზი დაგისვეს ექიმებმა?
- ორი სამსახური მაქვს და აღმოჩნდა, რომ ბევრი მუშაობისგან გადაიღალა ორგანიზმი. სწორედ ამის გამო მქონდა ძლიერი თავბრუს ხვევები. ისე ცუდად ვიყავი, თავად ექიმებსაც კი შეეშინდათ.

3-4 სერია დარჩა სეზონის დასრულებამდე და ამ სერიებში ჩემი შემცვლელი მსახიობი ითამაშებს. ახალი სეზონიდან ახალი შემართებით დაგიბრუდნებით.

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS