"ჩცდ"-ს ბოლო სერიებში მოქმედებები სწორედ მირიანის მონაწილეობით განვითარდა, თუმცა, მაყურებლისთვის უჩვეულო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ბოლო ორ სერიაში მირიანის როლს გოჩა ცომაიას ნაცვლად სულ სხვა მსახიობი ასრულებდა.
რა გახდა "ჩემი ცოლის დაქალებში" პრემიერ-მინისტრის როლის შემსრულებელი მსახიობის შეცვლის მიზეზი ამის გარკვევა თავად გოჩა ცომაიასთან ვცადეთ.
- ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. ბოლო სერიის გადაღებების დროს საშინელი თავბრუს ხვევები დამეწყო, რის გამოც საავადმყოფოში მოვხვდი.
ექიმები ძალიან შეშინდნენ, ანალიზები ამიღეს და მითხრეს, სანამ საბოლოო პასუხები არ იქნებოდა, თავი შემეკავებინა მუშაობისგან. ახლა ყველაფერი კარგად არის.
- რა დიაგნოზი დაგისვეს ექიმებმა?
- ორი სამსახური მაქვს და აღმოჩნდა, რომ ბევრი მუშაობისგან გადაიღალა ორგანიზმი. სწორედ ამის გამო მქონდა ძლიერი თავბრუს ხვევები. ისე ცუდად ვიყავი, თავად ექიმებსაც კი შეეშინდათ.
3-4 სერია დარჩა სეზონის დასრულებამდე და ამ სერიებში ჩემი შემცვლელი მსახიობი ითამაშებს. ახალი სეზონიდან ახალი შემართებით დაგიბრუდნებით.