09 ივლისი, 2018
ექსკლუზივი: შორენა ბეგაშვილი გათხოვდა
მსახიობი შორენა ბეგაშვილი გუშინ იუბილარი იყო. მან გრანდიოზული დაბადების დღე საცურაო აუზზე გადაიხადა. შორენას დაბადების დღე საყვარელმა მამაკაცმა, ირაკლი ნანაძემ გადაუხადა. 

საიუბილეო წვეულებაზე მიწვეულები იყვნენ შორენას ოჯახის წევრები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, ირაკლის და შორენას მეგობრები. მათ შორის - ბუკა მანაგაძე, მაკა ზამბახიძე, ლელა წურწუმია, მამულიჩა და სხვები. 

მომღერლებმა მსახიობს დაბადების დღის აღსანიშნავად უმღერეს. 

შორენას და მის ქალიშვილს ევას, წვეულებაზე თეთრი კაბები ეცვათ.

Rating
Rating

გვიან ღამით, შორენას საყვარელმა მამაკაცმა მოუწყო გრანდიოზული ფეირვერკი, რომელიც ბეგაშვილისთვის მოულოდნელი იყო. 
ფეიერვერკის შემდეგ, დაბადების
დღის ტორტი შორენამ და ირაკლიმ ერთად გაჭრეს. 

როგორც ჩანს, წყვილი თავის ურთიერთობას საერთოდ აღარ მალავს, უფრო მეტიც, "რეიტინგისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს, მათთან ერთად ცხოვრობს შორენას უმშვენიერესი ქალიშვილი ევა ბარბაქაძეც. 

Rating

წყვილის მეგობრების ცნობით, შორენა და ირაკლი ქორწინების შესახებ ოფიციალურ განმარტებას უახლოეს მომავალში გააკეთებენ. ირაკლი ნანაძემ უცხოელ იუველირს საყვარელი ქალისთვის დაამზადებინა უძვირფასესი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც შორენა ბეგაშვილის ხელს მალე დაამშვენებს. 

"რეიტინგი" შეეცადა შორენა ბეგაშვილთან დაკავშირებას და ქორწილის დეტალების გარკვევას, თუმცა, ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 
Rating

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
არტემიდა
ეშველება ამ ქალსაც, კაცი არ იცოდა რა იყო და ნახავს იმასაც
16:52 / 09-07-2018
გამოხმაურება / 0 /
გიო
ეჰ სიყვარულს რა ვუთხარი, როგორიი ბრმააა და როგორი არაამატერიალურია სიყვარული ))))
15:14 / 09-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ყვანჩალა
უყურე შენ --- წურწუმია ორგზის მიუწვევიათ და მე არ დამპატიჟეს...
15:12 / 09-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ნნნნნ
ვაი ქართველი მამაკაცის ბრალი, ჭკუა თვალებში აქვთ,ნეტავი მერამდენე მამაკაცი იქნებით. გილოცავთ ქალბატონო შორენა.
13:52 / 09-07-2018
გამოხმაურება / 6 /
:) თიკს
თქვენ რა დაგაკლდათ მისი გათხოვებით?
15:24 / 09-07-2018
აჰაა
თქვენ ეტყობა არავის არ.... გაწუხებთ ეგ ამბავი ძალიან ( სხვა შემთხვევაში ესეთი ნერვოზი არ გექნებოდათ )
15:53 / 09-07-2018
ნნნნნ-ს
და ვინ გეკითხება მერამდენეა? შენ თუ იცი შენი მამაკაცისთვის შენ მერამდენე იყავი ან შენს შემდეგ რამდენი გამოიცვალა? მიხედეთ საკუთარ თავებს და არავინ გვეკითხება სხვის პირად ცხოვრებას. დროა სნობიზმიდან გამოვიდეთ და რეალურ სახელმწიფოდ შევდგეთ, ცივილიზებული მენტალობის მოსახლეობით.
16:05 / 09-07-2018
მანანა
რა თქვენი საქმეა შორენას მამაკაცების თვლა, საკუთარ კაცებს მიხედე
17:51 / 09-07-2018
ნნ
რაო ბოღმამ დაგახრჩოთ? რაიცი რამდენი ყავდა და თუ ყავდა შენი საქმეა? ამ კაცს რამდენი ქალი ყავდა ნეტა თუ ეგ მოსული პონტია ღრუზინულად :)
14:22 / 10-07-2018
ნუკა
მეცოდებითთ ..... ვერ გავიგე ქალს 1 მამაკცი უნდა ყავდეს მთელი ცხოვრება? :D თქვენ თუ გყავდათ ხო მიიღეთ რამე დალპი შენს იდიოტ მეორე ნახევართან ერთად და ისე მოკვდები ვერც ვერაფერს ნახავ აიტანე შენი ქმრის ღალატი და უცვალე ბავშვებს პამპერსები შე საცოდაო
18:18 / 10-07-2018
ნათია
მიხარია.
13:35 / 09-07-2018
გამოხმაურება / 1 /
ნნნნნ
ნეტა რა გიხარია,კიდევ მრავალჯერ მოგეცემა სიხარულის საბაბი
15:52 / 09-07-2018
TOPS